დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 69 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 25/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140080000.10.003.017233 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 104 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცი შემდეგი რედაქციით:
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცი
მე, საქართველოს მოქალაქე, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რიგებში შესვლისას ვფიცავ: - პირნათლად მოვიხადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე; - განუხრელად დავიცვა ქვეყნის კონსტიტუცია და კანონები, სამსახურის წესდებების ყველა მოთხოვნა, უპირობოდ დავემორჩილო მეთაურის ბრძანებებს; - მტკიცედ ვიდგე ქვეყნის კონსტიტუციური წყობისა და საზოგადოების უსაფრთხოების სადარაჯოზე, ღირსეულად განვაგრძო წინაპართა მხედრული ტრადიციები; - არსად, არასოდეს, არც ერთ ვითარებაში არ გავამჟღავნო ჩემთვის მონდობილი სახელმწიფო და პროფესიული საიდუმლოებანი; - ვფიცავ, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე მტკიცედ ვიდგე სამშობლოს სადარაჯოზე; - თუ გავტეხ ამ ფიცს, პასუხს ვაგებ ღვთისა და ქვეყნის წინაშე. გვფარავდეს ღმერთი!. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 25 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები