თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 07/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016118
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
19
30/03/2013
ვებგვერდი, 08/04/2013
010250020.35.163.016118
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/04/2013 - 28/02/2014)

 

                                                                                                   

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2013 წლის 30 მარტი

ქ.თელავი

 

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი  თვითმმართველობის  შესახებ“ საქართველოს  ორგანული  კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად,  თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 

დამტკიცდეს  თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის  კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახურის თანდართული  დებულება.

მუხლი 2
ძალადაკარგულად  გამოცხადდეს  „თელავის  მუნიციპალიტეტის გამგეობის  კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების  დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 თებერვლის №10 დადგენილება. 
მუხლი 3
დადგენილება  ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედიმიტრი ბოჭორიძე



დანართი
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების,

ძეგლთა დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახური

             


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახური (შემდგომში ,,სამსახური“) არის თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

2.  სამსახური თავის საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს ,,საქართველოს კონსტიტუციით“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ,,კულტურის შესახებ“ და  ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონებით,  კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.


მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები და ამოცანები
1.    სამსახური უფლებამოსილია:

ა)  მუნიციპალიტეტის მასობრივი კულტურული ღონისძიებების წლიური გეგმების შემუშავება;

ბ) კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების გამოვლენა, აღრიცხვა  და მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა.

გ) საერთაშორისო და ადგილობრივი კულტურული ღონისძიებების  ჩატარება;

დ) კულტურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა.

ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესის ხელშეწყობა.


მუხლი 3. სამსახურის მართვა, ორგანიზება
 1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

  2.    სამსახურის  უფროსი:

 ა)  წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია გამგებლის წინაშე დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;

 ბ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

 გ)  პერიოდულად წარუდგენს გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

 დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და რეკომენდაციებს;

 ე) ზედამხედველობას უწევს სამსახურის მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ვ)    გამგებელს აბარებს სამსახურის მუშაობის ანგარიშს;

ზ)   ასრულებს გამგებლის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს.       


მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია:
1. კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება;

 2. განათლების განყოფილება.


მუხლი 5. განყოფილების ფუნქციები
1.  კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების ფუნქციებია:

ა)  უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების  გამოვლენას, აღრიცხვას და ქმნის ერთიან საინფორმაციო ბაზას;

ბ)   იღებს ზომებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სფეროში;

გ)    კოორდინაციას უწევს ადგილობრივი კულტურული ღონისძიებების ჩატარებას.

2.  განათლების განყოფილების ფუნქციებია:

ა) კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობას და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესის ხელშეწყობას.


მუხლი 6.     სამსახურის განყოფილების უფროსი
1. სამსახურის განყოფილების უფროსს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს  კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი.

2.  განყოფილების უფროსი ზედამხედველობას უწევს განყოფილების   მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას.

3.    ანგარიშვალდებულია გამგებლისა და სამსახურის უფროსის წინაშე.

4. ასრულებს გამგებლისა და სამსახურის უფროსის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს


მუხლი 7. სამსახურის  მოსამსახურე
1. სამსახურის მოსამსახურეს,  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი.

2. პასუხისმგებელია გამგებლის და სამსახურის უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე.

3. უზრუნველყოფს გამგებლის, სამსახურის უფროსისა და განყოფილების უფროსის, აგრეთვე თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით  დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას.


მუხლი 8. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის წესი
1.  დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, კანონით დადგენილი წესით.