„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 23 დეკემბრის №898 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ნომერი 77
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/04/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 20/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 140120000.22.038.016167
77
10/04/2013
ვებგვერდი, 12/04/2013
140120000.22.038.016167
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 23 დეკემბრის №898 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 23 დეკემბრის №898 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
 
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება  №77

2013 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 23 დეკემბრის №898 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 23 დეკემბრის №898 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გასაღებების მეორე ეგზემპლარები მუდმივად ინახება სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსთან, რომელთა გაცემა გასაღებების დაკარგვის შემთხვევაში დასაშვებია მხოლოდ გენერალური ინსპექციის უფროსის თანხმობით. განსაკუთრებულ შემთხვევაში საცავისა და საიარაღო ოთახის კარების გახსნა დასაშვებია კომისიური წესით შესაბამისი ქვედანაყოფის უფროსის ან მისი არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოადგილის თანხმობით, გასაღებების მეორე ეგზემპლარების საშუალებით. კარების გახსნა ხდება კომისიური წესით, ხოლო გასაღებების დაკარგვისას საკეტები იცვლება დაუყოვნებლივ, რის შესახებაც დგება სათანადო აქტი შესაბამისი ხელმოწერით.

3. სამინისტროს ცენტრალური აპარატის იარაღისა და საბრძოლო მასალის საცავის და ლითონის კარადების გასაღების ერთი ეგზემპლარი სამუშაო დღის განმავლობაში ინახება შეიარაღებაზე პასუხისმგებელ პირთან, ხოლო მეორე ეგზემპლარი – სამინისტროს გენერალური ინსპექციის  უფროსთან. შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირი სამუშაოს დამთავრებისას გასაღებს განათავსებს მცირე ზომის შუშის ყუთში, რომლის დაცვის პასუხისმგებელობა ეკისრება სამინისტროს შესაბამისი დაცვის სამსახურს. განსაკუთრებულ შემთხვევაში საცავის კარების გახსნა დასაშვებია კომისიური წესით მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი მინისტრის მოადგილის ბრძანებით, გასაღებების მეორე ეგზემპლარების საშუალებით. კარების გახსნა ხდება კომისიური წესით, ხოლო გასაღებების დაკარგვისას საკეტები იცვლება დაუყოვნებლივ, რის შესახებაც დგება სათანადო აქტი შესაბამისი ხელმოწერით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრისოზარ სუბარი