„თელავის მუნიპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თელავის მუნიპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 23/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016116
17
30/03/2013
ვებგვერდი, 08/04/2013
010250020.35.163.016116
„თელავის მუნიპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თელავის მუნიციპალიტეტი
 

                                                                                                   

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №17

2013 წლის 30 მარტი

ქ. თელავი

 

„თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე:

 


მუხლი 1
  შეტანილ იქნეს ცვლილება „გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 თებერვლის №7 დადგენილებაში  და დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

 „მუხლი 8. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები

1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს, ასევე გამგებლის დავალებებს.

2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური, რომელიც მოიცავს:

ა.ა) საქმისწარმოების,  კადრების, ანალიზისა  და ინფორმაციის განყოფილებას;

ა.ბ) მოქალაქეთა მომსახურების განყოფილებას;

 ა.გ) ტრანსპორტისა და მატერიალურ ფასეულობათა ექსპლუატაციის და მოვლა-პატრონობის  განყოფილებას.

ა.დ) სოციალურ საკითხთა განყოფილებას;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახური, რომელიც მოიცავს:

ბ.ა. საბიუჯეტო საგეგმო განყოფილებას;

ბ.ბ. ადგილობრივი ფინანსების მართვისა და ხაზინის განყოფილებას;

ბ.გ. ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას;

ბ.დ. მატერიალურ - ტექნიკური მომსახურების განყოფილებას;    

გ)  კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახური, რომელიც მოიცავს:

გ.ა) კულტურისა და ძეგლთა დაცვის  განყოფილებას;

გ.ბ) განათლების განყოფილებას;

დ) ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური, რომელიც მოიცავს:

დ.ა) ეკონომიკისა და ტურიზმის  განყოფილებას;

დ.ბ) ადგილობრივი ქონების აღრიცხვისა და მართვის  განყოფილებას;

დ.გ) ადგილობრივი შესყიდვების განყოფილებას;

ე) იურიდიული სამსახური;

ვ) ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის  სამსახური;

ზ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;

თ) ზედამხედველობის სამსახური;

ი)  საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახური;

კ)   სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

ლ)  სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური.

3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებანი განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედიმიტრი ბოჭორიძე