,,სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 68
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.017232
68
28/03/2013
ვებგვერდი, 01/04/2013
280120000.10.003.017232
,,სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №68

2013 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

 

,,სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება ,,სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებაში (სსმ, 10, 28/01/2010) და დადგენილებით დამტკიცებული სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესის და პირობების:

     

1.  მე-2 მუხლის:

ა) ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) მატერიალიზებული ვაუჩერი სპეციალიზებული დაწესებულების მომსა­ხუ­რების ასანაზღაურებლად გამოყენებული მიმოქცევადი ფი­ნან­სური ინსტრუმენტი, რომელიც არ წარმოადგენს მკაცრი აღ­რიცხ­ვის დოკუმენტს. ვაუჩერი განკუთვნილია მომსახურების დაფინანსებისათვის ერთი წლის განმავლობაში და შედგება ცალკეული თვისათვის განკუთვნილი 12 ტალონისაგან, რომ­ლის ფორმა მტკიცდება საქართველოს შრომის, ჯანმრთე­ლო­ბისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალურ ად­მი­ნისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;“;

ბ) ,,დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,დ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,დ1) არამატერიალიზებული ვაუჩერი – სპეციალიზებული დაწესებულების მომსახურების ასანაზღაურებლად გამოყენებული ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია მომსახურების დაფინანსებისათვის არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში;“;

გ) ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) მომსახურების მიმწოდებელი ფონდი (შემდგომში – ფონდი) - სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი.“.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. სპეციალიზებულ დაწესებულებაში ბენეფიცია­რის დაფინანსების (თანადაფინანსების) წესი

1. პირის სააღმზრდელო დაწესებულებაში, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო.        

2. ფონდის ფილიალში (სპეციალიზებულ დაწესებულებაში) ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურების დაფინანსება (თანადაფინანსება) ხორციელდება რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილების (ოქმი) საფუძველზე.

3. დღის ცენტრების (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულისა) მომსახურების დაფინანსება ხორციელდება მატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით, ამასთან დღის ცენტრში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომსახურების მისაღებად ბენეფიციარისათვის განკუთვნილი ვაუჩერი გადაეცემა ბენეფიციარს ან მის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვის ჩათვლით მომსახურების მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას.

4. სათემო ორგანიზაციების, მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და დედათა და ბავშვთა თავშესაფრების მომსახურების  დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით.

5. ვაუჩერის მეშვეობით დაფინანსებისას ბენეფიციარს შე­ი­ძლება შეეცვალოს მომსახურების მიმწოდებელი, მაგრამ მატერიალიზებული ვაუჩერის შემთხვევაში მომ­სახურების მიმწოდებლის შეცვლამდე წარდგენილი ტალონი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

6. მატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით დაფინანსებისას ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურების ასანაზღაურებლად მომსახუ­რე­ბის მიმწოდებელი, სააგენტოს, ყოველი მიმდინარე თვის 15 რიცხვის ჩათვლით წარუდგენს ვაუჩერის იმავე თვის ტალონს, რის სა­ფუ­ძ­ველზეც სააგენტო უზრუნველყოფს გაწეული მომსა­ხუ­რე­ბის დაფინანსებას მომსახურების მიღების თვის ამო­წურვამდე. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვა­დის დარღვევით წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფი­ნან­სებას არ ექვემდებარება. ვაუჩერის ერთ ტალონზე ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გამოკლებით) რაოდენობაზე. ამასთან:

ა) მიმდინარე თვეში ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ანაზღაურებისათვის ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა მცირდება წინა თვეში ბენეფიციარის (ბენეფიციარების) მიერ ნებისმიერი მიზეზით  გაცდენილი დღეების რაოდენობის ნამრავლით ვაუჩერის დღიური ანაზღაურების ოდენობის ნახევარზე, თუ გაცდენილ დღეთა რაოდენობა ხუთი ან ხუთზე ნაკლებია ხოლო, თუ წინა თვეში გაცდენილ დღეთა რაოდენობა ხუთზე მეტია, მიმდინარე თვეში ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ანაზღაურებისათვის ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა მცირდება წინა თვეში გაცდენილი დღეების რაოდენობის ნამრავლით  ვაუჩერის დღიური ანაზღაურების ოდენობაზე;

ბ) მიმწოდებელი ვალდებულია არა უგვიანეს მომსახურების გაწევის თვის 15 რიცხვის ჩათვლით სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების წინა თვეში შესაბამისი დღის ცენტრის მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რაც დადასტურებული უნდა იყოს ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით (ქმედუუნარო ბენეფიციარის შემთხვევაში – მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით). დოკუმენტის ფორმას განსაზღვრავს სააგენტო;

გ)  მიმწოდებლის  მიერ გამოცხადებული არდადეგების დღეები არ ანაზღაურდება.

7. არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით დაფინანსებისას  სააგენტო უზრუნველყოფს მცირე საოჯახო ტიპის სახლში, სათემო ორგანიზაციაში ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით და ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის  ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე, ხოლო დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებას არა უგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის ბოლომდე მომსახურების მიღების თვეში ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე. ამასთან, მომსახურების თვეში ფუნქციონირებად მცირე საოჯახო ტიპის სახლში  შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები ანაზღაურდება დღეში 8 ლარით.

8. ამ წესით განსაზღვრული ოდენობის თანადა­ფინან­სების შემთხვევაში, ბენეფიციარი ან მისი კანონიერი წარ­მო­მა­დ­გენელი/მინდობით აღმზრდელი ვალდებულია მომსახურების მიღების თვის 15 რიცხვის ჩათვლით მომსახურების მიმწოდებლის შესაბამის ან­გარიშზე გადაიხადოს თანადაფინანსების კუთვნილი წილი.“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4. მომსახურების დაფინანსების (თანადაფინანსების) პირობები და სამიზნე ჯგუფები

 1. ქვემოთ ჩამოთვლილი სამიზნე ჯგუფებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატში და სათემო ორგანიზაციაში გაწეული მომსახურების დაფინანსება (თანადაფინანსება) მოხდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის:

ა.ა) არ აღემატება 57 000 ქულას – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატში და სათემო ორგანიზაციაში, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი) – დღეში 16 ლარის ოდენობით);

ა.ბ) არის 57 001 ქულიდან 70 001 ქულამდე – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ დღეში 13 ლარის ოდენობით (ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატში და სათემო ორგანიზაციაში, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი), ხოლო  გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 3 ლარს;

ა.გ) არის 70 001 ქულიდან 120 001 ქულამდე – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ დღეში 11 ლარის ოდენობით (ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატში და სათემო ორგანიზაციაში, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი), ხოლო გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 5 ლარს;

ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატიდან, სათემო ორგანიზაციიდან და სააღმზრდელო დაწესებულებიდან გადმოყვანილ ბენეფიციარებს, აგრეთვე ამ სპეციალიზებულ დაწესებულებებში მცხოვრებ ბენეფიციარებს გაწეული მომსახურების დაფინანსება (თანადაფინანსება) გაუგრძელდეს იგივე პირობებითა და ოდენობით;

გ) ბენეფიციართა სრულ შეფასებამდე ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატში და სათემო ორგანიზაციებში მცხოვრებ ბენეფიციარებსა და ფონდის ფილიალებში გადაუდებელი წესით მოთავსებულ ბენეფიციარებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატში და სათემო ორგანიზაციაში, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი) – დღეში 16 ლარის ოდენობით);

დ) ბენეფიციარები, რომლებიც არ განეკუთვნებიან ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ არც ერთ კატეგორიას, გაწეული მომსახურების საფასურს იხდიან საკუთარი სახსრებით სრულად – დღეში 16 ლარის ოდენობით.

2. სააღმზრდელო დაწესებულებასა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში გაწეული მომსახურება ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ სრულად.

3. ქვემოთ ჩამოთვლილი სამიზნე ჯგუფებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ შშმ პირთა (მ.შ. ბავშვთა) დღის ცენტრში გაწეული მომსახურება დაფინანსდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის არ აღემატება 100 000 ქულას – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (შშმ პირთა დღის ცენტრში, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი) – დღეში 11 ლარის ოდენობით);

ბ) რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების შშმ ბავშვებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად  (შშმ პირთა დღის ცენტრში, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი) – დღეში 11 ლარის ოდენობით);

გ) შშმ პირებს (მ.შ. ბავშვებს), გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა  გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ 75 პროცენტით (შშმ პირთა დღის ცენტრში, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი) დღეში 8,25 ლარის ოდენობით, ხოლო გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 2,75 ლარს).

4. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ბავშვთა დღის ცენტრში, აგრეთვე სააღმზრდელო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს დღის ცენტრის მომსახურებას, გაწეული მომსახურება ქვემოთ ჩამოთვლილი სამიზნე ჯგუფებისათვის დაფინანსდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრ ბავშვებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის:

ა.ა) არ აღემატება 70 000 ქულას – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (ბავშვთა დღის ცენტრში, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი) – დღეში 6 ლარის ოდენობით);

ა.ბ) არის 70 001 ქულიდან 100 001 ქულამდე – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ დღეში 5 ლარის ოდენობით (ბავშვთა დღის ცენტრში, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი), გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 1 ლარს;

ბ) რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (ბავშვთა დღის ცენტრში, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი) – დღეში 6 ლარის ოდენობით);

გ) სხვა ბენეფიციარები გაწეული მომსახურების საფასურს იხდიან საკუთარი სახსრებით სრულად, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მისი ტერიტორიული ორგანოს (ფილიალი) შემთხვევაში – დღეში 6 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი