საჩხერის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

საჩხერის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/03/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016066
6
29/03/2013
ვებგვერდი, 08/04/2013
010250020.35.130.016066
საჩხერის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
საჩხერის მუნიციპალიტეტი
 

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2013 წლის 29 მარტი

ქ. საჩხერე

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის და ,,სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის №898 ბრძანებულების შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ორმოცდაათ პროცენტზე მეტი მუნიციპალური წილის მქონე საწარმოებმა  და მუნიციპალიტეტის  თვითმმართველობის  მიერ დაფუძნებულმა  არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირებმა, ისარგებლონ  ამ დადგენილების დანართით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჩხერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასყიდლიანი სარგებლობის ფორმებით გადაცემისას საწყისი ქირის განსაზღვრის შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 23  სექტემბრის №22 დადგენილება.
მუხლი 4
დადგენილება ძალაში შედის  გამოქვეყნებისთანავე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეინგა ზაბახიძე



დანართი
საჩხერის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის  ოდენობები ცალკეული სახეების მიხედვით

 

№

ქონების ჩამონათვალი

საწყისი წლიური ქირა ლარებში და პროცენტებში ქონებით სარგებლობის ცალკეული ფორმების მიხედვით

აღნაგობა

უზუფრუქტი

ქირავნობა

იჯარა

ლარი

%

1

1კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ქალაქში.

15.0

2.0

1.5

1.5

 

2

1კვ. მეტრი ფართი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობაში, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.

------

20.0

10.0

5.0

 

3

1კვ. მეტრი ფართი საცხოვრებელი დანიშნულების შენობაში, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.

------

20.0

15.0

5.0

 

4

1კვ. მეტრი ტერიტორია პარკებში, სკვერებში და სხვა მსგავს ადგილებში-დროებითი მცირე არქიტექტურული ფორმის უსარძირკვლო ნაგებობების მოსაწყობად, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.

------

-------

15.0

1.5

 

5

1კვ. მეტრი ტერიტორია ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილების მოსაწყობად, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.

15.0

2.0

2.0

2.0

 

6

1კვ. მეტრი ფართი ღია სპორტული დანიშნულების ობიექტზე მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.

------

0.5

0.5

0.5

 

7

1კვ. მეტრი ფართი დახურული სპორტული დანიშნულების ობიექტზე, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.

------

2.5

2.5

2.5

 

8

1კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა სოფელში.

1.5

0.2

0.15

0.15

 

 

 

9

ერთი ლარის მოძრავი ნივთის ღირებულება.

 

 

 

 

5