დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ამონაწერი შპს „სპორტული ფირმა „დინამო“-ს პარტნიორთა რიგგარეშე საერთო კრების ოქმიდან | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ა(ა)იპ „საქართველოს ფიზკულტურულ-სპორტული კლუბი დინამო“ |
| მიღების თარიღი | 29/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
შპს „სპორტული ფირმა „დინამოს ” (ს/კ 201945093)
კაპიტალის 60%-ის მფლობელ პარტნიორს
შპს „აგარა ჯგუფს“ (ს/კ 240901397)
ამონაწერი
შპს „სპორტული ფირმა „დინამოს ” (ს/კ 201945093) პარტნიორთა რიგგარეშე საერთო კრების ოქმიდან
2013 წლის 29 მარტი
ქ. თბილისი
კრებას ესწრებოდა შპს „სპორტული ფირმა „დინამოს“ კაპიტალის 40%-ის მფლობელი პარტნიორი ა(ა)იპ „საქართველოს ფიზკულტურულ-სპორტული კლუბი დინამო“ (ს/კ 202056354), წარმოდგენილი მისი თავმჯდომარის ნიკოლოზ ივანიშვილის (პირადი №01017002050) სახით. კრებას არ ესწრებოდა შპს „სპორტული ფირმა „დინამოს“ კაპიტალის 60%-ის მფლობელი პარტნიორი შპს „აგარა ჯგუფი“ (ს/კ 240901397).
კრებამ დაადგინა:
1 . გასხვისებულ იქნას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სპორტული ფირმა „დინამოს“ (ს/კ 201945093) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ბორჯომის რაიონი, დაბა ბაკურიანი, დავით აღმაშენებლის ქ. №12 (საკადასტრო კოდი #64.30.02.344) .
2. დაევალოს საზოგადოების დირექტორს დიმიტრი ყიფიანს (პირადი #01017004793) მოიძიოს გასასხვისებელი უძრავი ქონების პოტენციური მყიდველი, შეუთანხმდეს შესაბამის ფასზე, რომელიც უნდა იყოს არანაკლებ 400000 (ოთხასი ათასი) ლარისა ყველა გადასახადის ჩათვლით. გააფორმოს მყიდველთან ნასყიდობის ხელშეკრულება და ხელი მოაწეროს ყველა აუცილებელ დოკუმენტაციას , დაკავშირებულს აღნიშნულ დავალებასთან.
კრების თავმჯდომარე
ნიკოლოზ ივანიშვილი (პირადი #01017002050)
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები