დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/03/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 15/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 190250000.35.152.016118
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
13
28/03/2013
ვებგვერდი, 05/04/2013
190250000.35.152.016118
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/04/2013 - 08/05/2013)

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2013 წლის 28 მარტი

ქ. დუშეთი

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და 326 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 

  საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ, სადეპუტატო უფლებამოსილების  განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება მოხდეს საჯარო მოსამსახურეთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

მუხლი 2
განისაზღვროს საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელფასო ანაზღაურების გარეშე მყოფი წევრებისათვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ყოველთვიური ხარჯის ზღვრული ოდენობა, ხოლო საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის-ანაზღაურების ზღვრული ოდენობა (დანართის შესაბამისად).
მუხლი 3
საკრებულოს თითოეული სახელფასო ანაზღაურების გარეშე მყოფი წევრისთვის ამ დადგენილების დანართში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის კონკრეტული ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან, განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, რომლის უზრუნველსაყოფად:

ა) საკრებულოს სახელფასო ანაზღაურების გარეშე მყოფი წევრები, ყოველი თვის არა უგვიანეს 10 რიცხვისა, საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენენ ინფორმაციას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს წინა თვეში საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის კონკრეტული დავალების (დავალებების) შესრულებისათვის გაწეული დანახარჯის ოდენობა;

ბ) საკრებულოს აპარატის უფროსი მოხსენებითი ბარათით ერთიან ინფორმაციას  წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემუშავდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების პროექტი.

მუხლი 4
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს საკრებულოს წევრების საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის აღრიცხვა, ხოლო საკრებულოს სახელფასო ანაზღაურების გარეშე მყოფმა წევრებმა, ყოველი თვის 10 რიცხვამდე, საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე წარმოადგინონ ინფორმაცია წინა თვეს მათი, როგორც საკრებულოს წევრების, მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
მუხლი 5
საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრებისათვის განსაზღვროს ანაზღაურების ნაკლები ოდენობა, თუ საკრებულოს რომელიმე წევრის (წევრების) მიერ საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების (დასწრების) ფაქტობრივი მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება (ნაკლებია) სხვა წევრების დასწრების ფაქტობრივი მონაცემებისაგან. 
მუხლი 6
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ყოველთვიურად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული ანაზღაურების დარიცხვა.
მუხლი 7
  ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 მარტიდან  წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარეცარო საძაგლიშვილი