დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 19 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020020.35.152.016116 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 19 დეკემბრის №32 დადგენილებაში (სსმ.21/12/2012. ს/კ210020020.35.152.016101) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ქალაქ დუშეთში, მუნიციპალიტეტში შემავალ დაბებში და სხვა დასახლებულ პუნქტებში მოსახლეობისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს ერთ სულზე 34 (ოცდათოთხმეტი) თეთრით თვეში.“. 2. დადგენილების მე-3 მუხლით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ,,დანართი №2
შენიშვნა: მოსაკრებლის გაანგარიშების ფორმულა: მ = წ. დ. ნ. / 12 X ტ. მ – მოსაკრებელი ერთ თვეზე. წ. დ. ნ. – ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა. ,,ტარიფი’’ – 1 მ3 დასახლებული ტერიტორიის დაგვა – დასუფთავების, წარმოქმნილი ნარჩენის შეგროვების, ტრანსპორტირების, გაუვნებლებისა და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა – პატრონობის ტარიფი’’. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები