„თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს აპარატის (სამსახური) დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2013 წლის 11 თებერვლის №3/5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 6/13
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ფოთი
მიღების თარიღი 28/03/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 23/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016162
6/13
28/03/2013
ვებგვერდი, 05/04/2013
010250020.35.111.016162
„თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს აპარატის (სამსახური) დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2013 წლის 11 თებერვლის №3/5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი ფოთი
 
თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკრებულოს

დადგენილება №6/13

2013 წლის 28 მარტი

ქ. ფოთი

,,თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს აპარატის (სამსახური) დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2013 წლის 11 თებერვლის №3/5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის  და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის -  ფოთის საკრებულომ   დაადგინა:

მუხლი 1
შევიდეს  ცვლილება “თვითმმართველი ქალაქის - ფოთის  საკრებულოს აპარატის (სამსახურის) დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2013  წლის 11 თებერვლის №3/5 დადგენილებაში (18/02/2013,  სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016154), კერძოდ:
1. დადგენილების სათაურიდან და მთლიანად დებულებიდან  ამოღებულ იქნას სიტყვა ,,(სამსახური)“.
2. დებულების პრეამბულაში და შემდგომ დებულებაში ყველგან სიტყვები: ,,სტრუქტურული ერთეულები“ შეიცვალოს სიტყვებით ,,სტრუქტურული ქვედანაყოფი“.
3. დებულების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3.სტრუქტურული   ქვედანაყოფის უფროსი ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსის წინაშე;
4. დებულების მე-13 მუხლის  მე-4  პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,4.  სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი მოხელე.“

მუხლი 2
      დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარის პირველი მოადგილემაგდალინა მენაბდე