დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №1-9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5-11 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო) |
| მიღების თარიღი | 29/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 31/03/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.36.101.016152 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე–20 მუხლის თანახმად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
|
1.
,,ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №1-9 გადაწყვეტილებაში (სსმ 10.02.2011, ს.კ. 200.130.000.36.101.016.027) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) გადაწყვეტილების მე–4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის წლიური განაკვეთის დადგენისას, ამ მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა განისაზღვრება „ქ. თბილისის რაიონების საზღვრების დადგენის და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №1-4 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ. თბილისის ადმინისტრაციული რაიონების საზღვრების აღწერის და „ქ. თბილისის დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული რაიონების ტერიტორიულ ერთეულებად – უბნებად დაყოფის შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №1-5 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ. თბილისის რაიონების ტერიტორიული ერთეულების-უბნების საზღვრების აღწერის საფუძველზე." ბ) გადაწყვეტილების მე–4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანართი 2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: ,,დანართი 2
ქ. თბილისში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ტერიტორიული კოეფიციენტი და გადასახადის წლიური განაკვეთი მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე (ლარებში)
შენიშვნა: წლიური განაკვეთის ოდენობა მრგვალდება მეასედამდე“.
|
2.
გადაწყვეტილება ძალაშია 2013 წლის 1 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები