დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის-ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №27/35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6/12 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ფოთი |
| მიღების თარიღი | 28/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.111.016161 |
|
„თვითმმართველი ქალაქის-ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №27/35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქის-ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №27/35 დადგენილებაში (ვებგვერდი, 04/01/2013, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.111.016148). კერძოდ:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 2. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“. 3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის ხარჯები 13002,6 ათ. ლარის ოდენობით.
“. 4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 8. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება -38,5 ათ. ლარის ოდენობით. მათ შორის: ა) განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქ ფოთის არაფინანსური აქტივების ზრდა 1521,5 ათ. ლარის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 1560,0 ათ. ლარის ოდენობით.
“. 5. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“. 6. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -1590,0 ათ. ლარის ოდენობით. 7. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის ფინანსური აქტივის ცვლილება 1. განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -1890,0 ათ. ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 1890,0 ათ. ლარის ოდენობით. 8. ამოღებულ იქნას მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის 2.3.3 ქვეპუნქტი. 9. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის 2.2.5 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2.2.5 სანიაღვრე არხების მშენებლობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) ქალაქში დღეისათვის არსებული სანიაღვრე არხების ქსელები სრული დატვირთვით ვერ მუშაობს, რადგან სანიაღვრე არხები ზოგან ჩახერგილია, ზოგან კი მოშლილია. დღეისათვის ქალაქის რამოდენიმე ქუჩაზე მოწყობილია ახალი სანიაღვრე არხები. სულ აღდგენილია ქალაქში არსებული სანიაღვრე არხების 65%. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში კი განხორციელდება სანიაღვრე არხების შლამისა და ნატანისაგან გაწმენდა, მათი აღდგენა და მოვლა–პატრონობა, სანიაღვრე არხების და სატუმბი სადგურების რეაბილიტაციის პროექტირების სამუშაოები, ასევე სატუმბი სადგურების ელ. ენერგიის ხარჯების ანაზღაურება. ასევე, მდინარე კაპარჭის 2 კილომეტრიანი ზოლის აღდგენისა და გაწმენდითი სამუშაოები. 10. მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის 4.1.2 და 4.1.1.4 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 4.1.2 ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 02) აღნიშნული ტურნირების ჩატარებით დაფასდება ფოთის პერსპექტიული სპორტსმენების და სპორტის დამსახურებული მუშაკების მოღვაწეობა, აგრეთვე ეს ტურნირები ხელს შეუწყობს სპორტის შემდგომ განვითარებას კრივში, რაგბში, ჭიდაობაში, ცხენოსნობაში, აღმოსავლურ ორთაბრძოლებში, საბაიდარო და კანოეთ ნიჩბოსნობაში. ტურნირის ჩატარების პერიოდში აუცილებელია გამარჯვებულ სპორტსმენთა დაჯილდოება შესაბამისი სახეობების მიხედვით თასებით, მედლებით, დიპლომებით, და სხვა ფასიანი საჩუქრებით, ასევე მათი მატერიალური წახალისება. რაც ხელს შეუწყობს სპორტული შეჯიბრებების, თამაშების კულტურის ამაღლებას და საერთო ჯამში ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 1360 სპორტსმენი და 5130 მაყურებელი. 4.1.1.4 ააიპ „კომპლექსური სასპორტო სკოლა“ (პროგრამული კოდი 05 01 01 04) ქალაქ ფოთის კომპლექსური სასპორტო სკოლის ძირითად არსს შეადგენს კალათბურთის, ხელბურთის, მძლეოსნობისა, აღმოსავლური ორთაბრძოლების და მკლავჭიდის შემდგომი განვითარება. სპორტსმენთათვის მაღალი დონის სასწავლო - საწვრთნო პირობების შექმნა, ქალაქის ნაკრები გუნდების ჩამოყალიბება და მომზადება საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებსა და სხვადასხვა ტურნირებისათვის და რაც მთავარია ჯანსაღი, მომავალი თაობის აღზრდა. კომპლექსურ სასპორტო სკოლაში სულ დასაქმებულია მაღალკვალიფიციური მწვრთნელები, რომელიც უზრუნველყოფს 371 სპორტსმენის მეცადინეობას. კომპლექსურ სასპორტო სკოლაში არსებობს ფასიანი წრეებიც. 11. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 18. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
1. 2013 წლის 28 მარტის მდგომარეობით ნაშთი (ფინანსური აქტივები) შეადგენს 1890,0 ათ. ლარს. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია 2013 წლის 28 მარტიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები