„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში საჯარო თანამდებობათა დასაკავებელად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/03/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 06/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.104.016120
13
28/03/2013
ვებგვერდი, 05/04/2013
010250050.35.104.016120
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში საჯარო თანამდებობათა დასაკავებელად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №13

2013 წლის 28 მარტი

ქ. წალენჯიხა

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში საჯარო თანამდებობათა დასაკავებელად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად , წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და  გამგეობაში საჯარო თანამდებობათა დასაკავებელად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2013 წლის 27 თებერვლის №8  დადგენილებაში (სსმ, 05/03/2013, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.104.016115) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის   გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, შესაბამისად, დანართი №2–„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“;
ბ) დადგენილების №1 დანართის მე-4 მუხლის პრეამბულიდან და №2 დანართის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ   იქნეს სიტყვა: „მინიმალური“;
გ) დადგენილების დანართი №2-ის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  „გამგეობის ყველა საჯარო მოხელისათვის (გარდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის უმცროსი საჯარო თანამდებობის პირებისა) სავალდებულოა:“;
დ) დადგენილების №2 დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის,მე-3, მე-4,მე-6, მე-7, მე-8, მე-10 მუხლების პირველი წინადადებები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვება სამსახურის უფროსს, განყოფილების უფროსს და უმცროს საჯარო თანამდებობის პირებს“;
ე) №2 დანართის მე-9 მუხლის პირველი წინადადება განისაზღვროს შემდეგი სახით: „სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომლის ცოდნაც დამატებით მოეთხოვებათ სამსახურისა და განყოფილებათა უფროსებს“;
ვ) №2 დანართის მე-11 მუხლის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომლის ცოდნაც დამატებით მოეთხოვებათ ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს (რწმუნებულებს) და უმცროსი საჯარო თანამდებობის პირებს“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით ბელქანია