დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 3 დეკემბრის №154 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 72 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/04/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010170000.22.029.016052 |
|
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 3 დეკემბრის №154 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 3 დეკემბრის N154 ბრძანების (ვებგვერდი, 06/12/2012, სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016038) პირველი მუხლით დამტკიცებულ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების“ (შემდგომში - დებულება) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველო; ბ) განსახლებისა და მიგრაციის სამმართველო.“ 2. დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. განსახლებისა და მიგრაციის სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია: ა) სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ეკომიგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვის სისტემის შემუშავება და რეალიზაციისათვის ხელშეწყობა. სტიქიით დაზარალებულთა მონაცემთა ბაზის სრულყოფა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი კატაკლიზმებით გამოწვეული მიგრაციული პროცესების მონიტორინგი; გ) სტიქიასაშიში რეგიონებიდან მოსალოდნელი მიგრაციის პროგნოზირება; დ) სტიქიით დაზარალებული ოჯახების განსახლების პროგრამების განხორციელება; ე) სტიქიური მოვლენებით დაზარალებული ოჯახებისათვის საბინაო ფონდის შექმნა; ვ) სტიქიით დაზარალებული ოჯახების განსახლება, ამ მიზნით შექმნილ საბინაო ფონდში არსებული რესურსების გათვალისწინებით; ზ) ახალ საცხოვრებელ ადგილებში ჩასახლებული ოჯახების მონიტორინგი; თ) ჩასახლების ადგილებზე სტიქიით დაზარალებული ოჯახების ადაპტაცია ინტეგრაციის პროგრამების შემუშავება და განხორციელებისთვის ხელშეწყობა; ი) მიგრაციის საკითხებზე საქართველო–ევროკავშირს შორის მიმდინარე საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობა სამინისტროს სახელით; კ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სახელით მონაწილეობა „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ საქართველო–ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების იმპლემენტაციაში; ლ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სახელით მონაწილეობა „ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ“ საქართველო–ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების საიმპლემენტაციო კომიტეტში; მ) სამინისტროს სახელით „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის“ მუშაობაში მონაწილეობის მიღება და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი წინადადებების მომზადება; ნ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სახელით მონაწილეობა „მიგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და მისი შემდგომი განხორციელების პროცესში; ო) სამინისტროს სახელით კოორდინაციის გაწევა „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში“ შექმნილ „სარეინტეგრაციო საქმიანობის კონსოლიდაციის“ სამუშაო ჯგუფისათვის; პ) სამინისტროს „მიგრანტთა საინფორმაციო–საკონსულტაციო ცენტრების“ მუშაობის კოორდინირება გორში, ქუთაისსა და ზუგდიდში; ჟ) მიგრაციის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებაზე შესაბამისი წინადადებებისა და დასკვნების მომზადება; რ) ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების საზოგადოებაში ღირსეული რეინტეგრაციის ხელშეწყობა; ს) არალეგალური მიგრაციის პრევენციის მიზნით პოტენციური მიგრანტებისთვის კონსულტაციის გაწევა დანიშნულების ქვეყნებში მათი უფლებებისა და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ; ტ) საინფორმაციო კამპანიის წარმართვა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე „მიგრანტთა საინფორმაციო–საკონსულტაციო ცენტრების“ ფუნქციებისა და მომსახურების შესახებ; უ) მიგრაციის საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციებსა და ფორუმებში მონაწილეობის მიღება სამინისტროს სახელით; ფ) თანამშრომლობა მიგრაციის საკითხებზე მომუშავე დონორებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; ქ) სამინისტროში მოსული ბენეფიციარისთვის შესაბამისი კონსულტაციის გაწევა; ღ) სამმართველოში შემოსული კორეპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირების მოხდენა; ყ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებისა და დაკისრებული ამოცანების განხორციელება.“ 2. დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები