დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 206 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/07/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 15, 22/07/2008 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 200.000.000.05.001.003.241 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-12 მუხლის მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. საემისიო კაპიტალი – სხვაობა საწარმოს მიერ აქციების პირველადი განთავსებიდან მიღებულ ან მისაღებ თანხასა და ამ აქციების ჯამურ ნომინალურ ღირებულებას შორის, აგრეთვე სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებისას არაფულადი შესატანის ღირებულების მეტობა დათქმულ თანხაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.“.
2. მე-13 მუხლის:
ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობა, კერძოდ, ისეთი ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ხორციელდება სავაჭრო გარიგებების ან სხვა სამეურნეო ოპერაციების სახით, აგრეთვე ფასიანი ქაღალდების ან სხვა ქონების შეძენასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ა) ასეთი საქმიანობა ხორციელდება სისტემატურად და აღნიშნული ოპერაციების განმახორციელე-ბელი პირის პროფესიული საქმიანობაა;
ბ) ხდება გამყიდველის მიერ წარმოებული საქონლის/გაწეული მომსახურების რეალიზაცია;
გ) ასეთი ოპერაციები ხორციელდება სავაჭრო, სავაჭრო-საშუამავლო (დილერის საქმიანობის ჩათვლით) ან საშუამავლო საქმიანობის ფარგლებში.“;
ბ) მე-6 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ფიზიკური პირის მიერ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის დამოუკიდებლად განხორციელება.“.
3. მე-20 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქონლის მიწოდებად/მომსახურების გაწევად არ ითვლება:
ა) სახელმწიფოსათვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის აქტივების გამოტანა იმ საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან, რომლის წილის/აქციების 50%-ზე მეტი სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაშია;
ბ) სახელმწიფოსათვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა.“.
4. 36-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ფიზიკური პირი, თუ ის ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას.“.
5. მე-100 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირი ვალდებულია, ეკონომიკური საქმიანობის დაწყებიდან 10 დღის ვადაში საგადასახადო აღრიცხვის შესახებ განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილის მიხედვით.“.
6. 101-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ფიზიკური პირის – საქართველოს მოქალაქის საიდენტიფიკაციო ნომერია ამავე პირის მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი. ფიზიკური პირი – საქართველოს მოქალაქე (გარდა ინდივიდუალური საწარმოსი და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირისა) უფლებამოსილია, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვის პროცედურების გარეშეც მოქალაქის პირა-დობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო ნომერი) მიუთითოს წარმოშობილი საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების დეკლარირებისას და საბანკო დაწესებულებებში გადასახადის გადახდისას. ამ ფიზიკური პირის საგადასახადო აღრიცხვა (ფიქსირება) ხდება მისი საგადასახადო დეკლარაციის ან/და ბანკში წარდგენილი გადასახადის გადახდის დამადასტურებელი საგადასახადო დავალების მონაცემების საფუძველზე.“.
7. 167-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 167. გადასახადის განაკვეთი
ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 15%-ით.“.
8. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1922 მუხლი:
“მუხლი 1922. ზარალის გადატანის ვადის გაგრძელება
1. პირს უფლება აქვს ამ კოდექსის 191-ე და 192-ე მუხლებით განსაზღვრული ზარალის გადატანის 5-წლიანი ვადა შეცვალოს ზარალის გადატანის 10-წლიანი ვადით. აღნიშნულის თაობაზე პირმა განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში ამ კოდექსის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადაა 11 წელი და იგი აითვლება საგადასახადო ორგანოსათვის პირის მიერ განცხადებით მიმართვის კალენდარული წლის დასრულებიდან. ხანდაზმულობის 11-წლიანი ვადის მოქმედება არ ვრცელდება საგადასახადო ორგანოსათვის პირის მიერ განცხადებით მიმართვის კალენდარული წლის წინა პერიოდებზე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის დებულების გამოყენებისას პირს ზარალის დაფარვის შემთხვევაში უფლება აქვს არჩეული ზარალის გადატანის 10-წლიანი ვადა კვლავ შეცვალოს ზარალის გადატანის 5-წლიანი ვადით, რისთვისაც მან ზარალის დაფარვიდან ნებისმიერ შემდგომ საგადასახადო წელს საგადასახადო ორგანოს უნდა აცნობოს ისევ 5-წლიან ვადაზე გადასვლის შესახებ.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების დებულებების გამოყენებისას ამავე კოდექსის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება ზარალის გადატანის ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების წარდგენის კალენდარული წლის დასრულებიდან ზარალის გადატანის ვადის გაგრძელების შეცვლის შესახებ განცხადების წარდგენის კალენდარული წლის დასრულებამდე პერიოდის ვადით, მაგრამ აღნიშნული ვადა არ შეიძლება იყოს 6 წელზე ნაკლები და 11 წელზე მეტი.“.
9. 195-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის ან უცხოური საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 0-პროცენტიანი განაკვეთით.
2. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების (გარდა ინდივიდუალური საწარმოსი და სამეწარმეო ამხანაგობისა) მიერ მიღებული დივიდენდები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები საწარმოს მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.“.
10. 196-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით გადახდილი პროცენტები, თუ შემოსავლის წყარო საქართველოშია, იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 0-პროცენტიანი განაკვეთით.“.
11. 230-ე მუხლის პირველი ნაწილის:
ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) საქართველოს საპატრიარქოს მიერ ჯვრის, სანთლის, ხატის, წიგნის, კალენდრისა და სხვა საღვთისმსახურო საგნების მიწოდება, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ რელიგიური მიზნით; საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობა, რესტავრაცია და მოხატვა, აგრეთვე პირის მიერ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ან/და საკულტო-რელიგიური დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარესტავრაციო, სარეაბილიტაციო, საპროექტო და კვლევითი სამუ-შაოების შესრულება;“;
ბ) „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჩ) სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 0407 00 190 00 და 0407 00 300 00 კოდებში აღნიშნული საქონლისა (კვერცხისა)) პირველადი მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე);“.
12. 258-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 258. აქციზის განაკვეთები
ამ მუხლში აღნიშნული აქციზური საქონელი იბეგრება შემდეგი განაკვეთებით:
№ | საქონლის დასახელება | საქონლის ნომენკლატურის კოდი | ზომის ერთეული | აქციზის განაკვეთი |
| |||||||
1 | 2 | 3 | 4 | 5 |
| |||||||
1 | სხვა დადუღებული სასმელები (ვაშლის სიდრი, პერი, თაფლის სასმელი); დადუღებული სასმელების ნარევი და დადუღებული სასმელებისა და უალკოჰოლო სასმელების ნარევი, რომლებიც ამ ცხრილში სხვა ადგილას არ არის დასახელებული | 2206 00 | 1 ლიტრი | 2,50 ლარი |
| |||||||
2 | ეთილის სპირტი | 2207 | 1 ლიტრი | 1,30 ლარი |
| |||||||
3 | სპირტიანი სასმელები, რომლებიც მიღებულია ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით | 2208 20 | 1 ლიტრი | 2,30 ლარი |
| |||||||
4 | ვისკი | 2208 30 | 1 ლიტრი | 2,50 ლარი |
| |||||||
5 | რომი და ტაფია | 2208 40 | 1 ლიტრი | 2,50 ლარი |
| |||||||
6 | ჯინი და ღვიის ნაყენი | 2208 50 | 1 ლიტრი | 2,50 ლარი |
| |||||||
7 | არაყი | 2208 60 | 1 ლიტრი | 1,50 ლარი |
| |||||||
8 | ლიქიორი და ტკბილი ნაყენი | 2208 70 | 1 ლიტრი | 2,30 ლარი |
| |||||||
9 | სხვა სპირტიანი სასმელები | 2208 90 | 1 ლიტრი | 2,50 ლარი |
| |||||||
10 | ლუდი | 2203 00 | 1 ლიტრი | 0,20 ლარი |
| |||||||
11 | ა) თამბაქოს ნაწარმის (თამბაქოს ნედლეულის გარდა) იმპორტი: |
|
|
|
| |||||||
– სიგარები, სიგარები წაჭრილი ბოლოებით, თამბაქოს შემცველობით | 2402 10 000 01 | 1 ღერი | 0,90 ლარი |
| ||||||||
– სიგარილები (წვრილი სიგარები), თამბაქოს შემცველობით | 2402 10 000 02 | 20 ღერი | 1 ლარი |
| ||||||||
– ფილტრიანი სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით | 2402 20 | 20 ღერი | 0,60 ლარი |
| ||||||||
– ყველა დანარჩენი უფილტრო სიგარეტი და პაპიროსი | 2402 20 | 20 ღერი | 0,15 ლარი |
| ||||||||
– სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები, თამბაქო „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს ექსტრაქტები და ესენციები | 2403 (გარდა 2403 10 900 00, 2403 99 900 00) | 1 კგ | 20 ლარი |
| ||||||||
ბ) ადგილობრივი წარმოების თამბაქოს ნაწარმი (თამბაქოს ნედლეულის გარდა): |
|
|
|
| ||||||||
– სიგარები, სიგარები წაჭრილი ბოლოებით, თამბაქოს შემცველობით | 2402 10 000 01 | 1 ღერი | 0,70 ლარი |
| ||||||||
– სიგარილები (წვრილი სიგარები), თამბაქოს შემცველობით | 2402 10 000 02 | 20 ღერი | 0,80 ლარი |
| ||||||||
– ფილტრიანი სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით | 2402 20 | 20 ღერი | 0,40 ლარი |
| ||||||||
– ყველა დანარჩენი უფილტრო სიგარეტი და პაპიროსი | 2402 20 | 20 ღერი | 0,10 ლარი |
| ||||||||
– სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები, თამბაქო „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“, თამბაქოს ექსტრაქტები და ესენციები | 2403 (გარდა 2403 10 900 00, 2403 99 900 00) | 1 კგ | 20 ლარი |
| ||||||||
12 | მსუბუქი ავტომობილები (დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების წელსა და მსუბუქი ავტომობილის გამოშვების წელს შორის სხვაობის მიხედვით, ხოლო იმპორტის შემთხვევაში – საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის წელსა და მსუბუქი ავტომობილის გამოშვების წელს შორის სხვაობის მიხედვით): | 8703 | ძრავის მოცულობის 1 სმ3 |
|
| |||||||
ა) 1 წლამდე |
|
| 1,5 ლარი |
| ||||||||
ბ) 1 წლის |
|
| 1,5 ლარი |
| ||||||||
გ) 2 წლის |
|
| 1,4 ლარი |
| ||||||||
დ) 3 წლის |
|
| 1,3 ლარი |
| ||||||||
ე) 4 წლის |
|
| 1,2 ლარი |
| ||||||||
ვ) 5 წლის |
|
| 1,0 ლარი |
| ||||||||
ზ) 6 წლის |
|
| 0,7 ლარი |
| ||||||||
თ) 7 წლის |
|
| 0,5 ლარი |
| ||||||||
ი) 8 წლის |
|
| 0,5 ლარი |
| ||||||||
კ) 9 წლის |
|
| 0,5 ლარი |
| ||||||||
ლ) 10 წლის |
|
| 0,5 ლარი |
| ||||||||
მ) 11 წლის |
|
| 0,5 ლარი |
| ||||||||
ნ) 12 წლის |
|
| 0,5 ლარი |
| ||||||||
ო) 13 წლის |
|
| 0,6 ლარი |
| ||||||||
პ) 14 წლის |
|
| 0,7 ლარი |
| ||||||||
ჟ) 14 წელზე მეტი |
|
| 0,8 ლარი |
| ||||||||
13 | ბუნებრივი აიროვანი კონდენსატი და ბუნებრივი აირი, გარდა მილსადენისა | 2709 00 100 00 2711 11 000 00 2711 21 000 00 | 1000 მ3 | 80 ლარი |
| |||||||
14 | ნავთობის დისტილატები: |
|
|
|
| |||||||
მსუბუქი | 2710 11 | 1 ტონა | 250 ლარი |
| ||||||||
საშუალო | 2710 19 110 00– 2710 19 290 00 | 1 ტონა | 220 ლარი |
| ||||||||
მძიმე | 2710 19 310 00–2710 19 490 00 | 1 ტონა | 150 ლარი |
| ||||||||
15 | ზეთები და ქვანახშირის ფისებისაგან მაღალ ტემპერატურაზე გამოხდილი სხვა პროდუქტები; ანალოგიური პროდუქტები, რომლებშიც არომატული შემადგენელი ნაწილების მასა აღემატება არაარომატულების მასას (გარდა ამ კოდებში აღნიშნული ნაფტალინისა და კრეოზოტული ზეთებისა, რომლებიც გამოიყენება ხის შპალების (სასაქონლო კოდი 4406 10 000 00) გასაჟღენთად და ნახშირბადის (სასაქონლო კოდი 2803 00) მისაღებად) | 2707 (გარდა 2707 10 100 00– 2707 60 000 00; 2707 91 000 00; 2707 99 910 00) | 1 ტონა | 350 ლარი |
| |||||||
16 | ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები | 2711 12 2711 13 2711 14 000 00 2711 19 000 00 | 1 ტონა | 120 ლარი |
| |||||||
17 | ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მიღებული ბიტუმოვანი ქანებისაგან, ნედლის გარდა; პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი, ბიტუმოვანი ქანებისაგან მიღებული ნავთობის ან ნავთობპროდუქტების 70 მას.% ან მეტი შემცველობით, ამასთანავე, ეს ნავთობი წარმოადგენს პროდუქტების ძირითად შემადგენლებს; ნამუშევარი ნავთობპროდუქტები | 2710 (გარდა 2710 11 110 00– 2710 19 490 00 და 2710 19 510 00– 2710 19 690 00) | 1 ტონა | 400 ლარი |
| |||||||
18 | პიროლიზის თხევადი პროდუქტი | 3911 90 | 1 ტონა | 400 ლარი |
| |||||||
19 | მისართი, გამხსნელი, ანტიდეტონატორი | 2707 10 100 00– 2707 60 000 00 (გარდა 2707 40 000 00); 2712 20; 2902 11 100 00– 2902 30 900 00; 2905 11 000 00– 2905 16 800 00; 3811 11 100 00– 3811 90 000 00; 3814 00 100 00– 3814 00 900 00 | 1 ტონა | 400 ლარი |
| |||||||
20 | საპოხი მასალები და საშუალებები | 3403 11 000 00 3403 19 100 00 3403 19 910 00 3403 19 990 00 3403 91 000 00 3403 99 100 00 3403 99 900 00 | 1 ტონა | 400 ლარი |
| |||||||
21 | შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტი |
| 1 ტონა | 25 ლარი |
| |||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
.“
13. 260-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5. პირს დასავარგებელი აქციზური საქონლის იმპორტის ან შეძენის შემთხვევაში უფლება აქვს მიიღოს საგადასახადო ჩათვლა ამ აქციზურ საქონელზე (ნედლეულზე) გადახდილი ან გადასახდელი აქციზის ოდენობით ან დაიბრუნოს აქციზი ამ კოდექსის 71-ე მუხლის შესაბამისად. ამასთანავე, აღნიშნული ჩათვლა/დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი სახელმწიფოს სასარგებლოდ გირავნობით დატვირთავს იმ დასავარგებელ საქონელს (ნედლეულს), რომელზედაც უნდა მიიღოს ამ ნაწილით გათვალისწინებული ჩათვლა/დაბრუნება, ან წარმოადგენს ამ ნაწილის შესაბამისად ჩასათვლელი/დასაბრუნებელი აქციზის ოდენობის საბანკო გარანტიას დასავარგებელი საქონლით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებამდე. ამ ნაწილით გათვალისწინებული საქონლის გირავნობით დატვირთვის, საბანკო გარანტიის წარდგენისა და რეალიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძა-ნებით.“.
14. 272-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მეწარმე ფიზიკური პირისათვის, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ქონებისა და მიწისა, ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია სამეწარმეო საქმიანობისათვის, აგრეთვე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობისათვის გამოყენებული ან განკუთვნილი ძირითადი საშუალებები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, დაუმთავრებელი მშენებლობა და არამატერიალური აქტივები.“.
15. 281-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 34-ე–37-ე ნაწილები:
„34. ამ კოდექსის 1922 მუხლის დებულებებით განსაზღვრული ზარალის გადატანის 10-წლიანი ვადის მოქმედება ვრცელდება 2010 წელს და მის შემდგომ წლებში წარმოქმნილ ზარალზე.
35. ამ კოდექსის 167-ე მუხლით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის (მათ შორის, ამავე კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემოსავალზე გადასახადის) განაკვეთი 2008 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო პერიოდის მიხედვით შეადგენს 25%-ს; 2009 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრამდე – 24%-ს, 2010 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე – 22%-ს, 2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე – 20%-ს, ხოლო 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე – 18%-ს.
36. ამ კოდექსის 195-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საქართველოს საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის ან უცხოური საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები (მათ შორის, ამავე კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში) 2008 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 10-პროცენტიანი განაკვეთით, 2009 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრამდე – 7,5-პროცენტიანი განაკვეთით, ხოლო 2010 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე – 5-პროცენტიანი განაკვეთით.
37. ამ კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით გადახდილი პროცენტები (მათ შორის, ამავე კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში), თუ შემოსავლის წყარო საქართველოშია, იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 10-პროცენტიანი განაკვეთით 2008 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე, 2009 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრამდე – 7,5-პროცენტიანი განაკვეთით, ხოლო 2010 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე – 5-პროცენტიანი განაკვეთით.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 15 ივლისი.
№206–რს
დოკუმენტის კომენტარები