„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს რეორგანიზაციის, ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შექმნის, ქალაქ თბილისის მერიის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირების - საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წესდებების (დებულებების) დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 22 ივლისის N19.04.793 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 11.01.309
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 26/03/2013
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260030.37.101.016149
11.01.309
26/03/2013
ვებგვერდი, 28/03/2013
010260030.37.101.016149
„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს რეორგანიზაციის, ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შექმნის, ქალაქ თბილისის მერიის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირების - საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წესდებების (დებულებების) დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 22 ივლისის N19.04.793 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №11.01.309

2013 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს რეორგანიზაციის, ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შექმნის, ქალაქ თბილისის მერიის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირების - საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წესდებების (დებულებების) დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 22 ივლისის №19.04.793 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ თბილისის მერიის  საჯარო  სამართლის  იურიდიული პირის -   საგანგებო  და  გადაუდებელი  სიტუაციების მართვის სააგენტოს რეორგანიზაციის, ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შექმნის, ქალაქ თბილისის მერიის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირების - საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წესდებების (დებულებების) დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 22 ივლისის №19.04.793 დადგენილების (გამოქვეყნებულია: ვებგვერდი 110725041, 26/07/2011, სარეგისტრაციო კოდი 010260030.37.101.016070) დანართი 1-ით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მერიის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს წესდებაში (დებულებაში)“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ოპერატიული მართვის დეპარტამენტი:

 ა) სახანძრო-სამაშველო ოპერატიული განყოფილება;

 ბ) შინაური და გარეული ცხოველების კონტროლისა და რეგულირების განყოფილება’’;

 ბ) მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ისანი-სამგორის რაიონული განყოფილება (რაზმი), მასში შემავალი ოთხი სახანძრო-სამაშველო (ასეული) და ერთი შინაური და გარეული ცხოველების კონტროლისა და რეგულირების (ასეული) ნაწილით’’;

გ) მე-6 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „11. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული განყოფილება (რაზმი), მასში შემავალი ერთი სახანძრო-სამაშველო (ასეული)’’;

დ) მე-6 მუხლის მე-12 პუქნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“12. ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილება (რაზმი), მასში შემავალი ორი სახანძრო-სამაშველო (ასეული), ერთი კავშირგაბმულობის ნაწილით და ერთი წყალზე სამაშველო ნაწილით’’.

ე) მე-6 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. გლდანი-ნაძალადევის რაიონული განყოფილება (რაზმი), მასში შემავალი ერთი სახანძრო-სამაშველო (ასეული) ნაწილით’’;

ვ)  მე-6 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. მთაწმინდა-კრწანისის რაიონული განყოფილება (რაზმი) მასში შემავალი სამი სახანძრო-სამაშველო (ასეული) ნაწილით, ერთი ხანძარსაწინააღმდეგო ნაწილი სახელურების შემკეთებელი ბაზა (ასეული) და ერთი ხანძარსაწინააღმდეგო ნაწილი გაზკვამლდაცვა (ასეული) ’’.

მუხლი 2
 
ეს დადგენილება ძალაშია 2013 წლის 1 აპრილიდან.

ქ. თბილისის მერის მოადგილედავით ალავიძე