სს „საქწყალპროექტის„ აქციონერთა მორიგი საერთო კრების შესახებ

  • Word
სს „საქწყალპროექტის„ აქციონერთა მორიგი საერთო კრების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21-01/30
დოკუმენტის მიმღები ს.ს."საქწყალპროექტი"
მიღების თარიღი 27/03/2013
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
21-01/30
27/03/2013
ვებგვერდი, 28/03/2013
სს „საქწყალპროექტის„ აქციონერთა მორიგი საერთო კრების შესახებ
ს.ს."საქწყალპროექტი"

განცხადება

 

სს „ საქწყალპროექტის” აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

  სააქციო საზოგადოება „ საქწყალპროექტის” სამეთვალყურეო საბჭო იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა მორიგ საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2013 წლის 19 აპრილს, დღის 15 საათზე, საზოგადოების იურიდიულ მისამართზე:  ქ. თბილისი, მოსაშვილის ქ. №11.

სს „ საქწყალპროექტის” სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სააღრიცხვო დღედ დადგენილია 201 3 წლის 26 მარტი. 

 

დღის წესრიგი:

 

1. სს „ საქწყალპროექტის” 2012 წლის საფინანსო-სამეურნეო შედეგების განხილვა და დამტკიცება;

2. სს „ საქწყალპროექტის” წმინდა მოგების დივიდენდებად განაწილების საკითხის განხილვა, დივიდენდების განაწილებისათვის სააღრიცხვო თარიღის დადგენა;

3. სს „ საქწყალპროექტის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრების გადარჩევა უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით და ახალი წევრების არჩევა;

4. სს „ საქწყალპროექტის” 2013 წლის ეკონომიკური საქმიანობის გეგმების განხილვა დამტკიცება;

5. სს „ საქწყალპროექტის” მიერ უძრავი ქონების გასხვისების საკითხის განხილვა.

  

დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „ საქწყალპროექტის” დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.

კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან:

- ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2013 წლის 26 მარტის მდგომარეობით.           

აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ ს/ს „ საქწყალპროექტის” რეგისტრატორთან ს.ს. „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მოსაშვილის. №11 , ტელ.: 222-53-51, 225-15-60.  

 

 

დირექტორი:                                                             /ნ. ფალავანდიშვილი/