,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2013 წლის სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/03/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2013
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.168.016076
10
28/03/2013
ვებგვერდი, 01/04/2013
280120000.35.168.016076
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2013 წლის სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №10

2013 წლის 28 მარტი

ქ. სიღნაღი

,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2013 წლის  სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 თებერვლის 6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2013 წლის  სოციალური დახმარების  მუნიციპალური პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 თებერვლის №6 დადგენილების №1 დანართში შევიდეს შემდეგი  სახის ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) რეკომენდაცია ტერიტორიული ორგანოდან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მითითებით“.

2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ერთჯერადი დახმარება გაიცეს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შემდეგ კატეგორიებზე:

ა)  სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე, რომელთაც გააჩნიათ სარეიტინგო ქულა 57 000-დან 200 000-მდე, დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 100 ლარით.

ბ)  იმ მოქალაქეებზე,რომელებიც არ შედიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, ერთჯერადი დახმარება არ გაიცემა.“

3. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. კომისია სხდომას იწვევს და მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს საჭიროებისამებრ.“

4. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სოციალური დახმარების მიმღები (ბენეფიციარი) ვალდებულია, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კატეგორიას მიეკუთვნება, წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ არ განეკუთვნება- მიუთითოს აღნიშნულის შესახებ წარმოდგენილ განცხადებაში, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ მჭედლიშვილი