„მომავალი თაობებისა და სტაბილური გან-ვითარების ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„მომავალი თაობებისა და სტაბილური გან-ვითარების ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 203
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/07/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 15, 22/07/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 460.080.000.05.001.003.239
  • Word
203
15/07/2008
სსმ, 15, 22/07/2008
460.080.000.05.001.003.239
„მომავალი თაობებისა და სტაბილური გან-ვითარების ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 26.03.2008, №7, მუხ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) წლიური საბიუჯეტო კანონით – საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასიგნებები;

ბ) სტაბილური განვითარების ფონდიდან გადმოტანილი ფულადი სახსრები;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-5 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გენერალური აგენტი ვალდებულია მმართველთან გენერალური საინვესტიციო მანდატის გადაცემის ხელშეკრულება დადოს საქართველოს მთავრობის მიერ მმართველის კანდიდატურის (კანდიდატურების) შერჩევის ვადაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 180 დღის ვადაში.“.

3. მე-6 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გენერალური მანდატით დადგენილი პირობების გადახედვა შესაძლებელია გენერალური საინვესტიციო მანდატის გადაცემის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე და იმ შემთხვევაშიც, როდესაც გენერალური საინვესტიციო მანდატის გადაცემის ხელშეკრულება დადებული არ არის – გენერალური მანდატით განსაზღვრული დებულებების შესაბამისად. გენერალური მანდატით დადგენილი პირობების გადახედვა შესაძლებელია ასევე გენერალური საინვესტიციო მანდატის გადაცემის ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა თანხმობით.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. გენერალური საინვესტიციო მანდატის გადაცემის ხელშეკრულების მოქმედების ვადაა არა უმეტეს 4 წლისა (ძირითადი ვადა), რომლის ამოწურვამდე არა უადრეს 12 თვისა და არა უგვიანეს 3 თვისა მხარეთა წერილობითი შეთანხმებით შესაძლებელია ხელშეკრულების მოქმედება გაგრძელდეს 4 წლით (დამატებითი ვადა). დამატებითი ვადით გაგრძელებული ხელშეკრულების შეწყვეტა შესაძლებელია საქართველოს მთავრობის თანხმობით გენერალური აგენტის მიერ მის შეწყვეტამდე არა უგვიანეს 3 თვისა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ განცხადების გაკეთებით.“.

4. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მართვის უფლება არის უვადო, მაგრამ მისი პირობების გადახედვა შესაძლებელია ყოველწლიურად, თუ ამას მოითხოვს რომელიმე მხარე წლის დასრულებამდე 90 დღით ადრე, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, როდესაც მართვის უფლებით გათვალისწინებულია მართვის უფლების გადახედვის განსხვავებული წესი, გამოიყენება მართვის უფლებით დადგენილი წესი.“.

6. მე-16 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სტაბილური განვითარების ფონდის აქტივების რეპატრიაცია ანდა ფულადი სახსრების გადატანა“;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) საზოგადოებრივი საჭიროების არსებობისას;“;

გ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) სტაბილური განვითარების ფონდის აქტივებით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დეფიციტის დაფარვის (საქართველოს ეროვნული ბანკის საწესდებო კაპიტალის შევსების) მიზნით;“;

დ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) სტაბილური განვითარების ფონდის აქტივებით საქართველოს ეროვნული ბანკის კაპიტალის გაზრდის მიზნით.“;

ე) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველ და მე-8 პუნქტებში აღნიშნული შემთხვევების დადგომისას საქართველოს მთავრობა მიმართავს საქართველოს ეროვნულ ბანკს სტაბილური განვითარების ფონდის აქტივების ფულადი ფორმით რეპატრიაციის ანდა სტაბილური განვითარების ფონდის ფულადი სახსრების გადატანის შესახებ.

4. საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 2 კვირის ვადაში, მოთხოვნის შესაბამისად საქართველოს მთავრობას შესთავაზოს სტაბილური განვითარების ფონდის აქტივების რეპატრიაციის ანდა ფულადი სახსრების გადატანის გეგმა.“;

ვ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სტაბილური განვითარების ფონდის აქტივების რეპატრიაციასთან ანდა ფულადი სახსრების გადატანასთან დაკავშირებული ვადა და ფინანსური საკითხები უნდა აისახოს მართვის უფლებაში.“;

ზ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:

„7. საზოგადოებრივი საჭიროების არსებობის დადგენა ანდა რეპატრიაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე.

8. სტაბილური განვითარების ფონდის ფულადი სახსრების გადატანა შეიძლება განხორციელდეს მთლიანად ან ნაწილობრივ, საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მომავალი თაობების ფონდში.“.

7. მე-18 მუხლი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 15 ივლისი.

№203–რს