„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამგზავრო გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 11 თებერვლის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამგზავრო გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 11 თებერვლის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/03/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016134
16
27/03/2013
ვებგვერდი, 01/04/2013
010250000.35.154.016134
„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამგზავრო გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 11 თებერვლის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თიანეთის მუნიციპალიტეტი
 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2013 წლის 27 მარტი

დ. თიანეთი

 

,,თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამგზავრო გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 11 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამგზავრო გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“  თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 11 თებერვლის №11 დადგენილებაში (სსმ 15.02.2013  სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016129), კერძოდ:
1. დადგენილებით დამტკიცებული სოციალური პროგრამის მე-3 მუხლის მე-2  პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“, ,,ე“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
ა) სოფ. ჯიჯეთი  - დაბა თიანეთი - სოფ. ჯიჯეთი;
ბ) სოფ. არტანი   -  დაბა თიანეთი - სოფ. არტანი;
გ) სოფ.  ჩაბანო  -  სოფ. დულუზაურები - დაბა თიანეთი - სოფ.  დულუზაურები - სოფ. ჩაბანო;
დ) დაბა სიონი - დაბა თიანეთი - დაბა სიონი;
ე) სოფ. ბოჭორმა - დაბა სიონი -  დაბა თიანეთი - დაბა სიონი - სოფ. ბოჭორმა;
ვ) სოფ.  ქვემო ნაქალაქარი - სოფ. მაგრანეთი - დაბა თიანეთი - სოფ. მაგრანეთი  - სოფ. ქვემო ნაქალაქარი;
ზ) სოფ. ღულელები - სოფ. სიმონიაანთხევი - დაბა თიანეთი - სოფ. სიმონიაანთხევი  - სოფ.  ღულელები“.
2. პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“, ,,ე“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
ა) სოფ. ჯიჯეთი - დაბა  თიანეთი - სოფ.  ჯიჯეთი  -  0, 30 ლარისა;
ბ) სოფ. არტანი - დაბა თიანეთი - სოფ. არტანი  - 0,50 ლარისა;
გ) სოფ. ჩაბანო - სოფ. დულუზაურები - დაბა თიანეთი - სოფ. დულუზაურები - სოფ. ჩაბანო - 0,50 ლარისა;
დ) დაბა სიონი - დაბა თიანეთი - დაბა სიონი - 0,70 ლარისა;
ე) სოფ.  ბოჭორმა - დაბა სიონი - დაბა  თიანეთი - დაბა  სიონი - სოფ.  ბოჭორმა - 1,0 ლარისა;
ვ) სოფ. ქვემო ნაქალაქარი - სოფ. მაგრანეთი - დაბა  თიანეთი - სოფ.  მაგრანეთი  - სოფ.  ქვემო ნაქალაქარი - 0,70  ლარისა;
ზ) სოფ. ღულელები - სოფ.  სიმონიანთხევი - დაბა თიანეთი - სოფ.  სიმონიაანთხევი  -  ღულელები - 0,70 ლარისა“.
3. პროგრამის მე-3 მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,შენიშვნა: თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ევჟენტიდან, სოფ. ჩეკურაანთგორიდან, სოფ. ალოტიდან და სოფ. ბოკონიდან მგზავრთა მიერ განხორციელებული თანაგადახდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“, ,,ე“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მიმართულებებზე არ უნდა აღემატებოდეს  0,30 ლარს“.

4. პროგრამის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) პროგრამის ნაწილობრივი დაფინანსება ხდება თიანეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან და მისი მოცულობა განისაზღვრება  61189  ლარით.
ბ) სოციალური პროგრამის დაფინანსების წყაროა ასევე მგზავრობის ყოველგვარი დოკუმენტის (ბილეთი, ქვითარი,) რეალიზაციიდან ამონაგები, აგრეთვე საკასო აპარატით ამოღებული თანხა, რაც შედის მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე. იგი მოხმარდება მიმწოდებლის მიერ  სოციალური პროგრამის მიზნის მისაღწევად საჭირო ღონისძიებების გატარებას (ავტომანქანებისათვის მარაგნაწილების შეძენა,  ტექნიკური მომსახურება და სხვ.);
გ) გადაყვანილ მგზავრთა ოდენობის და მგზავრთა მიერ გადასახდელი მგზავრობის ღირებულების აღრიცხვას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილენუგზარ ყურშავიშვილი