დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 42/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430010000.22.022.016562 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 210211, 21/02/2011, სარეგისტრაციო კოდი – 430010000.22.022.016055) დამტკიცებულ
1. „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ა) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია კონკრეტული აკადემიური პროგრამის აბიტურიენტთათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული საგნებიდან აირჩიოს რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა.“ ბ) მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უცხო ენის გამოცდაში შეადგენს ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ს, ხოლო ყველა სხვა საგანში – თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ს. 3. აბიტურიენტის აკადემიურ და პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ერთიანი ეროვნული გამოცდის ცალკეული საგნისთვის საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით გაზარდოს ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.“; გ) მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია კონკურსის შედეგები შესაბამისი წლის 30 ივნისამდე გაუგზავნოს ცენტრს. კონკურსის შედეგების შესახებ ცენტრს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ელექტრონული ფორმით, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) აკადემიური პროგრამის ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საიდენტიფიკაციო კოდი; ბ) აკადემიური პროგრამის ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება; გ) აბიტურიენტის პირადი ნომერი, სახელი, გვარი; დ) კონკურსზე მიღებული ქულა ე) ცენტრის მიერ მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია.“; დ) 81 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია კონკურსის შედეგები შესაბამისი წლის 30 ივნისამდე გაუგზავნოს ცენტრს ამ დებულების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.“; ე) 82 მუხლიდან ამოღებულ იქნეს 21 პუნქტი; ვ) დებულებიდან ამოღებულ იქნეს 83 მუხლი; ზ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. აბიტურიენტს უფლება აქვს აირჩიოს საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პროგრამა ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა შეუზღუდავად.“; თ) მე-15 მუხლის: თ.ა) მე-7 პუნქტის ,,ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ.ა) აბიტურიენტის მიერ ჩასაბარებელი საგნის/საგანების ან/და კონკურსის ჩამონათვალი. საგანთა ჩამონათვალში აბიტურიენტს უფლება აქვს მიუთითოს მხოლოდ ერთი უცხოური ენა და საგამოცდო საგნის ერთი ენა;“; თ.ბ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,9. აბიტურიენტს რეგისტრაციის დასრულების შემდეგ არ აქვს უფლება შეცვალოს სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული მონაცემები, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 10. აბიტურიენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის მიღების დასრულებამდე აქვს უფლება შეცვალოს ამ მუხლის ,,ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები. აბიტურიენტის მიმართვის საფუძველზე ცენტრი ცვლილებას ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შეცდომა დაშვებულია ცენტრის მიერ. თუ აბიტურიენტი საპრეტენზიო განაცხადის მიღების დასრულებიდან 2 დღის ვადაში არ მიმართავს ცენტრს, ძალაში რჩება საგანმანათლებლო პროგრამების ის რეიტინგული ჩამონათვალი, რომელიც ელექტრონულ მისამართზე ბოლოს გაეგზავნა აბიტურიენტს.“; ი) 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ტესტზე მუშაობის პროცესში აბიტურიენტს ცენტრი უზრუნველყოფს კალმით.“; კ) 22-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-6 და მე-7 პუნქტები; ლ) 24-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ქულები სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.“ 2. ,,სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესში“ (დანართი №2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ა) მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) პირი, რომელსაც მოპოვებული აქვს გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; გ) პირი, რომელსაც მოპოვებული აქვს გრანტი ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“; ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები: „8. აბიტურიენტი, რომელსაც წინა წლებში მოპოვებული აქვს გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე და დებულების 39-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით არ ჩაირიცხა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების განმეორებით ჩაბარების საფუძველზე აბსოლუტური ქულებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტში შეიძლება გათვალისწინებული იქნეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წლის 20 ივნისამდე ცენტრში განაცხადებს, რომ მას არ გამოუყენებია წინა წლებში მოპოვებული გრანტი.“ 9. იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ დადასტურდება, რომ აბიტურიენტს არ გამოუყენებია წინა წლებში მოპოვებული გრანტი, ცენტრი აბიტურიენტს შეიყვანს რანჟირების დოკუმენტში.“; გ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ და „ა.ვ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2015-2016 სასწავლო წლის დასაწყისიდან. 2. სტუდენტი, რომელსაც წინა წლებში მოპოვებული აქვს გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაგრამ არ გამოუყენებია აღნიშნული გრანტი და სურს მონაწილეობის მიღება სტუდენტთა საგრანტო კონკურსში, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს ცენტრს სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების წლის 20 ივნისამდე, რომ მას არ გამოუყენებია წინა წლებში მოპოვებული გრანტი.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები