დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ქუთაისის საკრებულოს სოციალურ საკითხთა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 188 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი |
| მიღების თარიღი | 27/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.35.123.016140 |
188
27/03/2013
ვებგვერდი, 29/03/2013
010220020.35.123.016140
„ქალაქ ქუთაისის საკრებულოს სოციალურ საკითხთა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
|
„ქალაქ ქუთაისის საკრებულოს სოციალურ საკითხთა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის დებულების
დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის საკრებულოს სოციალურ საკითხთა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №5 დადგენილებაში, კერძოდ, დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ. კოორდინაციას და კონტროლს უწევს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის სოციალური დაცვისა და ვეტერანთა საქმეების, ლტოლვილთა და განსახლების, კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის, ტურიზმის, საზოგადოებრივი კვლევისა და ანალიზის, საინფორმაციო უზრუნველყოფის, სანიტარიული ზედამხედველობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მობილიზებული რესურსების, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასა და მოსახლეობის ინფორმირებასთან, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებს, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში მიმდინარე პროცესებს, ამზადებს და საკრებულოს წარუდგენს რეკომენდაციებს და დასკვნებს აღნიშნული დარგების მუშაობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები