„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისისსაკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისისსაკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 184
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი 27/03/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 17/06/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.123.016136
184
27/03/2013
ვებგვერდი, 29/03/2013
010260010.35.123.016136
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისისსაკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
 

თვითმმართველი  ქალაქი ქუთაისის  საკრებულოს  

დადგენილება №84

2013წლის 27 მარტი

ქ. ქუთაისი

 

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების

დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი  ქალაქის – ქუთაისის

საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილებაში

ცვლილების შეტანის თაობაზე


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილებაში /სსმ matsne@justice.gov.ge 13.07.2010. 010260010.35.123.005983/ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულება/ მე-3 მუხლის, მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ“. ქალაქ ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულები: მერიის ადმინისტრაციული სამსახური; არქიტექტურის სამსახური; ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური; სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური; ქონების მართვის სამსახური; კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური; ეკონომიკური სამსახური; კეთილმოწყობის სამსახური; საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; სამხედრო სამსახური; საფინანსო სამსახური; სახელმწიფო შესყიდვების სამსახური; ტრანსპორტის სამსახური; ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახური; დასუფთავების სამსახური“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ. საკრებულოს დებულებით, ამ დებულებითა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებებს:

ღ.ა. მერიის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის თაობაზე;

ღ.ბ. თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის თაობაზე;

ღ.გ. თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების, თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ;

ღ.დ. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული ქონების /მათ შორის მიწის ნაკვეთების/ თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად აღრიცხვა–რეგისტრაციიის, გამიჯვნა-გაერთიანების მიზნით შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადებისათვის, შემდგომში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარსადგენად“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ მარგველაშვილი