„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 200
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 26/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 120090000.08.002.016767
200
26/03/2013
ვებგვერდი, 26/03/2013
120090000.08.002.016767
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №200

2013 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებით (სსმ III, 2007 წ., №113, მუხ. 1251) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-2 მუხლის:
ა.ა) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისთან ერთად საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნისა და საბრძოლო მომზადების პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების ზედამხედველობა;“;

ა.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფისა და რესურსების განაწილების გეგმების შემუშავება და მათი განხორციელების კონტროლი;“;

ა.გ) „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.დ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით უზრუნველყოფისა და განვითარების დაგეგმვა, კოორდინაცია და კონტროლი;“.

ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“, „ფ“, „ქ“, „ღ“, „ყ“, და „შ“ ქვეპუნქტები:

„უ) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირება;

ფ) სამხედრო ძალების რეზერვის მობილიზაციის სისტემის მართვისა და განვითარების დაგეგმვა;

ქ) სამხედრო პოლიტიკის დაგეგმვა, კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის კოორდინაცია, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამომავლო სტრუქტურებისა და მათი განვითარების კონცეფციების შემუშავება, საინფორმაციო ოპერაციების სტრატეგიის განსაზღვრა;

ღ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სამედიცინო უზრუნველყოფის მიმდინარე და პერსპექტიული გეგმების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი, სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების უზრუნველყოფა;

ყ) კომპეტენციის ფარგლებში დებულებების, დოქტრინების, წესდებებისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;

შ) საქართველოს საზღვაო სივრცეში სუვერენული უფლებების დაცვისა და შავ ზღვაზე ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველმყოფ შესაბამის უწყებებთან ურთიერთქმედება, სამხედრო-საზღვაო ოპერაციების დაგეგმვაში მონაწილეობა, აღსრულების კოორდინაცია კომპეტენციის ფარგლებში, ასევე საერთაშორისო სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის მხარდაჭერა.“;

გ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გაერთიანებული შტაბის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, რომლებსაც გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.“;

დ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5.

1. გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) J-1 - პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი;

ბ) J-2 - დაზვერვის დეპარტამენტი;

გ) J-3 - ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტი;

დ) J-4/8 - ლოგისტიკისა და რესურსების დაგეგმვის დეპარტამენტი;

ე) J-5/9 - სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის დეპარტამენტი;

ვ) J-6 - კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტი;

ზ) J-7 - სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტი;

თ) გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ი) საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველო;

კ) შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველო;

ლ) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი;

მ) წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა;

ნ) ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა;

ო) ეროვნული გვარდია;

პ) სპეციალური ოპერაციების ძალები;

ჟ) საზღვაო თავდაცვის დეპარტამენტი;

რ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი;

ს) სამედიცინო დეპარტამენტი;

ტ) ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი.

2. გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციებია:

ა) J-1 – პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის, მათ შორის, სამოქალაქო მოსამსახურეთა, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეთა საკადრო უზრუნველყოფას, ასევე შეიმუშავებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სტრუქტურებისა და საშტატო ნუსხების პროექტებს, მონაწილეობს სამხედრო ძალების რეზერვის მობილიზაციის სისტემის მართვისა და განვითარების ღონისძიებათა დაგეგმვაში; ურთიერთობს სამხედრო ძალების რეზერვში აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებში უფლებამოსილ სამთავრობო დაწესებულებასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან;

ბ) J-2 – დაზვერვის დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სადაზვერვო უზრუნველყოფის დაგეგმვასა და სადაზვერვო მოქმედებების კოორდინაციას;

გ) J-3 - ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების მართვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას; გეგმავს სამხედრო ოპერაციებს; უზრუნველყოფს სწავლებების დაგეგმვასა და ჩატარებას; განსაზღვრავს საინფორმაციო ოპერაციების სტრატეგიას;

დ) J-4/8 - ლოგისტიკისა და რესურსების დაგეგმვის დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფისა და რესურსების განაწილების გეგმების შემუშავებას;

ე) J-5/9 - სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის დეპარტამენტი თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტების საფუძველზე, ახორციელებს სამხედრო პოლიტიკის დაგეგმვას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისთან ერთად კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობას, შეიმუშავებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამომავლო სტრუქტურასა და მისი განვითარების კონცეფციებს, განსაზღვრავს სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების სტრატეგიას;

ვ) J-6 - კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტი გეგმავს, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მართვისა და კონტროლის სისტემის მხარდაჭერას კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით, ახორციელებს ამ სისტემების დანერგვასა და უზრუნველყოფს მათ შემდგომ განვითარებას;

ზ) J-7 - სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განსაზღვრავს სამხედრო განათლებასა და საბრძოლო მომზადების ძირითად მიმართულებებს, აყალიბებს გამოცდილების გაზიარების სისტემას, კოორდინაციას უწევს შესაბამისი დოქტრინების შემუშავებას;

თ) გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტი ხელს უწყობს გაერთიანებული შტაბის საქმიანობის კოორდინაციას; ახორციელებს გაერთიანებული შტაბის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას, გაერთიანებული შტაბის უფროსისა და მისი მოადგილეების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, ექსპერტიზასა და ვიზირებას, ახორციელებს საქმისწარმოების ორგანიზებას კომპეტენციის ფარგლებში, გაერთიანებული შტაბის საფინანსო და სანივთე უზრუნველყოფას, ადმინისტრაციული შენობის მომსახურებას, ნატოს ქვერეგისტრის ფუნქციონირებას და გაერთიანებული შტაბისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების არქივის მართვას; კოორდინაციას უწევს საიდუმლოების რეჟიმის დაცვას, სპორტული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ორგანიზებას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში;

ი) საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველო ახორციელებს გაერთიანებული შტაბისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირებას;

კ) შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად, უზრუნველყოფს შეიარაღებისა და ტექნიკის ინსპექტირებას, საინსპექციო ჯგუფების, სადამკვირვებლო მისიების მიღებას, ნდობისა და უსაფრთხოების ფორუმზე მომუშავე საკონსულტაციო კომიტეტებსა და კომისიებთან თანამშრომლობას;

ლ) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს:

ლ.ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში დანაშაულთა გამოძიებას, საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ სამხედრო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების დაცვას, სამხედრო ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას;

ლ.ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული შენობებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების შენობებისა და ტერიტორიის კონტროლის სისტემების პროგრამულ უზრუნველყოფას;

ლ.გ) სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა დაჭრა-დასახიჩრების, ტრავმის მიღების ან დაღუპვის ფაქტებზე ინსპექტირებასა და სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას – უკავშირდება თუ არა აღნიშნული ფაქტები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნის მომზადებას/გაცემას;

ლ.დ) ოპერატიულ-ტექნიკური და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებას, უსაფრთხოების წესების შემუშავებასა და ინფორმაციის ანალიტიკურ დამუშავებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ლ.ე) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას;

მ) წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა უზრუნველყოფს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებათა ინსტიტუციური ბაზისა და ორგანიზაციული სფეროს განვითარებას, სწავლებისა და წვრთნების კოორდინაციასა და კონტროლს, მაღალკვალიფიციური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურე კადრების მომზადებას/გადამზადებას, ოპერატიული და ტაქტიკური დონის დოქტრინების შემუშავებას, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილი სწავლებისა და წვრთნების მხარდაჭერას, ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) ფარგლებში ნატოს და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების მომზადებასა და სამხედრო სასწავლო ცენტრებთან ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობას, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მისაღებად განსაზღვრული ქვედანაყოფების მომზადება-გადამზადებას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრულ თანამდებობის პირს წარუდგენს წინადადებებს უცხოეთში მიღებული სამხედრო განათლების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარების შესახებ;

ნ) ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, გაერთიანებული შტაბისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკურ უზრუნველყოფას, ტოპოგეოდეზიურ და პოლიგრაფიულ მომსახურებას;

ო) ეროვნული გვარდია:

ო.ა) გაერთიანებული შტაბის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, ახორციელებს სამხედრო ძალების რეზერვისტთა მომზადებასა და გადამზადებას, საგანგებო სიტუაციების ან საგანგებო მდგომარეობის დროს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერას, სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა განხორ­ციე­ლების ხელ­შეწყო­ბას, სხვადასხვა ცერემონიისა და სარიტუალო ღონისძიების ჩატარებას;

ო.ბ) ურთიერთობს ეროვნული გვარდიის რეზერვის აღრიცხვისა და რეზერვიდან გაწვევის საკითხებში უფლებამოსილ სამთავრობო დაწესებულებებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან;

პ) სპეციალური ოპერაციების ძალები მონაწილეობას იღებს ოპერატიული დაგეგმვის პროცესში, წვრთნის და ამზადებს სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფებს, ატარებს სპეციალურ ოპერაციებს;

ჟ) საზღვაო თავდაცვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს საქართველოს საზღვაო სივრცეში სუვერენული უფლებების დაცვისა და შავ ზღვაზე ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველმყოფ შესაბამის უწყებებთან ურთიერთქმედებას, მიღებული ინფორმაციის ანალიზს, შესაბამისი საფრთხეების გასანეიტრალებლად ოპერაციების დაგეგმვაში მონაწილეობას და აღსრულების კოორდინაციას კომპეტენციის ფარგლებში, ასევე საერთაშორისო სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის მხარდაჭერას;

რ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი ახორციელებს ფარული და ღია წყაროებიდან ოპერატიული ინფორმაციის მოპოვებას და მონაწილეობს მოსალოდნელი რისკის განსაზღვრაში;

ს) სამედიცინო დეპარტამენტი ახორციელებს სამედიცინო უზრუნველყოფის მიმდინარე და პერსპექტიული გეგმების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს; სამედიცინო ქონებით უზრუნველყოფის დაგეგმვასა და მისი შესრულების მონიტორინგს, კომპეტენციის ფარგლებში სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას; სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ზედამხედველობის განხორციელებას;

ტ) ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

ტ.ა) ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების უზრუნველყოფის ხელშეწყობას, შესაბამისი მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისათვის ღონისძიებათა სისტემის შემუშავებასა და მათი შესრულების ორგანიზებას;

ტ.ბ) ვეტერანთა რეაბილიტაციის, პროფესიული ორიენტაციისა და მომზადების (გადამზადების) სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების, აგრეთვე ომის ვეტერანებთან დაკავშირებული საერთაშორისო პროგრამების მოძიება-განხორციელების ხელშეწყობას, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ღონისძიებების ხელშეწყობის პერსპექტივების განსაზღვრას;

ტ.გ) ვეტერანთა მიმართ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობას;

ტ.დ) „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული პირების აღრიცხვას, ერთიანი კომპიუტერული მონაცემთა ბაზის შექმნას, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერანის მოწმობების დამზადების უზრუნველყოფასა და გაცემას;

ტ.ე) ვეტერანთა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კავშირებთან ურთიერთობის დამყარებას/განმტკიცებას;

ტ.ვ) ომის მონაწილე ხანდაზმული, მარტოხელა ვეტერანების საპატრონაჟო ღონისძიებებისა და მათი მოხუცთა თავშესაფარში მოთავსების ორგანიზებას; სამშობლოს დაცვისას დაღუპულ, აგრეთვე ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავსაყოფად გაწეული მუშაობის კოორდინაციასა და მონიტორინგს;

ტ.ზ) ომის ვეტერანების მხედრული ტრადიციების განმტკიცებასა და მომავალი თაობის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;

ტ.თ) ვეტერანების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ხელყოფის ფაქტების გამოვლენას და მათი აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებას;

ტ.ი) დეპარტამენტის ფუნქციების განსახორციელებლად შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებას;

ტ.კ) ვეტერანთა სამედიცინო დახმარების, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური მიმოხილვებისა და მოხსენებების მომზადებას და ამ მიზნით მიღებული ინფორმაციის დამუშავებას;

ტ.ლ) დეპარტამენტის ამოცანების განხორციელებისათვის საინფორმაციო ცნობარის, ჟურნალის, ბუკლეტების დაბეჭდვის უზრუნველყოფას კომპეტენციის ფარგლებში;

ტ.მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ვეტერანების სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების მიზნით წარდგინების მომზადებასა და შესაბამისი ქვედანაყოფისათვის გადაცემას;

ტ.ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ვეტერანთა შესახებ სათანადო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას სოციალური გასაცემლების ადმინისტრირების შესაბამისი ორგანოსათვის.“.

2. ეს ბრძანებულება, გარდა პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2013 წლის 29 მარტიდან.
3. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის პირველი სექტემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი