დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/04/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.35.116.016130 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები წესდება გამგეობის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი რანგებისა და სამუშაოთა აღწერილობების შესაბამისად, გამგეობის სამსახურების, განყოფილებებისა და თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოების მიხედვით და მოიცავს გამგეობის საჯარო მოხელეთა ყოველ თანამდებობას."; ბ) დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) გამგეობის სამსახურის უფროსის, სამსახურის განყოფილების უფროსის, გამგებლის თანაშემწის თანამდებობაზე დასაკავებლად – მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან უმცროს საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის 2-წლიანი გამოცდილება მაინც.". |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები