დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქალაქ თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2012 წლის 9 ოქტომბრის N 23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 27/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მერის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/03/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260030.52.101.016084 |
|
,,ქალაქ თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2012 წლის 9 ოქტომბრის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,ქალაქ თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2012 წლის 9 ოქტომბრის №23 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 09/10/2012, სარეგისტრაციო კოდი 010260030.52.101.016065) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს ცვლილება და მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. 1. სამსახურს აქვს დებულება, შტამპი, ბლანკი, ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით, აგრეთვე ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის ნებადართული სხვა ოფიციალური რეკვიზიტები. 2. სამსახურს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც მტკიცდება და რეგისტრირდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სამსახურის ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს თანამშრომელთა პირადობის დამადასტურებელ მოწმობებეზე, სავიზიტო ბარათებზე, ბეჭდვით გამოცემებზე, სპეცტრანსპორტზე, უნიფორმაზე. 4. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაადგინოს სამსახურებრივი ფორმის ტარების წესი და შესაბამისი ატრიბუტიკა და დაამტკიცოს პირადობის მოწმობის ნიმუში.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები