დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 214 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120010000.22.026.016171 |
|
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
|
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციის სამმართველოს თანდართული დებულება. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 15 თებერვლის №107 ბრძანებულების ამოქმედებისთანავე. |
|
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციის სამმართველოს დებულება
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციის სამმართველო (შემდგომ – სამმართველო) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით. 3. სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში, თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 4. სამმართველო ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 2. სამმართველოს ფუნქციები და ამოცანები სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია: ა) თავდაცვის ტრანსფორმაციის ღონისძიებების შესრულების მხარდაჭერა, კოორდინაცია, მონიტორინგი და ანგარიშგება; ბ) სამინისტროს სისტემაში გადაწყვეტილების მიღების პროცესების ხელშეწყობა და ამ მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშვება; გ) კანონმდებლობითა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა მოვალეობათა შესრულება.
მუხლი 3. სამმართველოს ხელმძღვანელობა 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სამმართველოს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; დ) ზედამხედველობს სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას; ე) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) შეიმუშავებს წინადადებებს სამმართველოს შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ; ზ) წარადგენს შუამდგომლობას სამმართველოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; თ) ანგარიშს აბარებს მინისტრის შესაბამის მოადგილეს სამმართველოს საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ; ი) ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებს. 3. სამმართველოს უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე. 4. სამმართველოს უფროსის არყოფნის დროს მის ფუნქცია-მოვალეობებს, ახორციელებს სამმართველოს უფროსის მოადგილე. 5. სამმართველოს უფროსის მოადგილე: ა) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; გ) აკონტროლებს და პასუხისმგებელია სამმართველოს საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე; დ) ორგანიზაციას უწევს სამმართველოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და ატესტაციის საკითხებს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით; ე) უზრუნველყოფს სამმართველოს ეფექტურ ფუნქციონირებას. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები