დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 61 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/03/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.017225 |
|
,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1714) დამტკიცებულ დებულებაში და დებულების:
1. მე-4 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,ვ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,ვ1) ეკონომიკური დეპარტამენტი;“; ბ) მე-3 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ი) მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;“. 2. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 17. ადმინისტრაციული დეპარტამენტი ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა: ა) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება; ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მატერიალურ‑ტექნიკური უზრუნველყოფა; გ) სამინისტროს საქმისწარმოების ორგანიზება; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დანიშვნა-გათავისუფლების, გადაყვანის, შვებულების, მივლინების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, საკადრო საკითხებთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების (მათ შორის, წარდგინებების მომზადების) უზრუნველყოფა; ე) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა უზრუნველყოფა; ვ) სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;“. 3. მე-17 მუხლის შემდეგ დაემატოს 171 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 171. ეკონომიკური დეპარტამენტი ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა: ა) სამინისტროს სისტემის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა; ბ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამებისათვის დანახარჯებისა და რესურსების პროგნოზირება და ხარჯვის მიმდინარეობის ანალიზი; გ) სამინისტროს წლიური და საშუალოვადიანი ბიუჯეტების პროექტების მომზადება, ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია; დ) საფინანსო-ეკონომიკური და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ხარჯთა ნუსხის შედგენა; ე) სამინისტროსათვის საჭირო საბუღალტრო აღრიცხვა, სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების ფინანსური ანგარიშგების შემოწმება და ბალანსის შედგენა.“. 4. 186 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 186. მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა: ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, აგრეთვე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებთან სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირების მიერ ოფიციალური კომენტარისა და ინტერვიუს მიცემის კოორდინაცია; ბ) სამინისტროს ვებგვერდზე განსათავსებელი ინფორმაციის მომზადება და განთავსების მიზანშეწონილობის განსაზღვრა, ვებგვერდის განვითარებისათვის წინადადებების მომზადება; გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის, მოქალაქეთა მიღებისა და ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; დ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები