„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 60
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 290160000.10.003.017224
60
22/03/2013
ვებგვერდი, 26/03/2013
290160000.10.003.017224
„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №60

2013 წლის 22 მარტი

   ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხ­ლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონის­ძი­ე­­ბებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქარ­თ­ველოს მთავრობის 2009  წლის 9 დეკემბრის  №218 დადგენილებაში (სსმ, 2009 წელი, მუხლი 1798) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამების ფარგ­ლე­ბ­­ში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზ­ღვევის მიზნით სადაზღვევო ვაუ­ჩერის თან­­­­­­­დართული პირობების“:

ა) მე-5 მუხლის მე-13 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 მუხლის:

ბ.ა) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. სააგენტოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებუ­ლება წყდება დაზღვეული პირის გარდაცვალების, ან ბენეფიციარის მხრიდან დაზღვევაზე უარის თქმის, ან ჯანმრთელობის დაზღვევის ამ სახელმწიფო პროგრამის შეწყვეტის შემთხვევაში.“;

ბ.ბ) მე-6 პუნქტის  „ა“   ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქ­ციით:

„ა) სადაზღვევო პერიოდის დასრულების შემდეგ ამ პერიოდისათვის ოჯახის წევრთა არსებული შემადგენლობის გათვალისწინებით, ხოლო ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარებისათვის – სადაზღვევო პერიოდის დაწყე­ბი­დან მე-13, 25-ე  და 37-ე თვიდან, ამ პერიოდისათვის ოჯახის წევრთა არსე­ბული შემადგენლობის გათვალისწინებით;“;

გ) მე-7 მუხლის:

გ.ა) მე-2 და  მე-3  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2010 წლის 1 აპრილამდე დაწყებული გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებების სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრება სამი წლით, ხოლო იმავე პერიოდში დაწყებული გაფორმებული ის სადაზღვევო ხელშეკრუ­ლე­ბე­ბი, რომლის 3 წლიანი სადაზღვევო პერიოდი იწურება 2013 წლის 1 აპრილს - მათი სადაზღვევო პერიოდი ნაცვლად 3-ისა განისაზღვროს 4 წლით, ამ დადგენილების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსა­ზღ­ვრული პირობების შესაბამისად.         

 3. სადაზღვევო ხელშეკრულება ვადაზე ადრე წყდება დაზღვევის საფუ­ძვ­ლის არარსებობის შემთხვევაში, სადაზღვევო პერიოდის დაწყებიდან  მე-12, 24-ე ან 36-ე თვის ამოწურვისას, გარდა მე-6 მუხლის 41 პუნქტში აღნიშნული შემთხვევებისა.“;

გ.ბ.) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. 2010 წლის 1 მაისიდან გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრუ­ლე­ბების სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრება ერთი წლით, იმავე მზღვევე­ლთან ავტომატური განახლების პირობით.“;

დ) მე-12 მუხლის შემდეგ დაემატოს მე-13 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. პროგრამის შეწყვეტა

1. საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ჯანმრთელობის დაზღვ­ევის ამ სახელმწიფო პროგრამის შეწყვეტის თაობაზე, რის შესახებაც პროგრამის შეწყვეტამდე არანაკლებ სამი კალენდარული თვით ადრე შეტყო­ბინება უნდა გაეგზავნოს პროგრამაში მონაწილე სადაზღვევო კომპანიებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სახელმწიფო პროგრამაში ახალი ბენეფიციარების ჩართვა და/ან არსებული ბენეფიციარებისათვის სადაზღვევო პერიოდის ავტომატური გაგრძელება, აგრეთვე, ვაუჩერის პირობების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“, „გ“ და „გ1“ ქვეპუნქტებისა და მე-7 მუხლის 31, 32 და 33 პუნქტების რეალიზაცია წყდება პროგრამის შეწყვეტის თვის წინა მეოთხე თვის ბოლო რიცხვიდან.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სახელმწიფო პროგრამის შეწყვეტის თვის პირველი რიცხვიდან წყდება მოქმედი სადაზღვევო ხელშეკრულებების სადაზღვევო პერიოდი და სადაზ­ღვე­ვო შესატანის (პრემიის) გადახდა.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული  „ჯანმრთელობის დაზღვევის პო­ლი­სების დარიგების წესში“ (დანართი №5): 

ა) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. თუ სადაზღვევო პოლისების დარიგება/გაცემა ვერ განხორციელდა სადა­ზღვევო პერიოდის დაწყებამდე, მათი გაცემის ღონისძიებები გრძელ­დება სადაზღვევო პერიოდის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში.“;

ბ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. სააგენტო უფლებამოსილია აანაზღაუროს სადაზღვევო პრემია სა­და­­ზ­­ღვევო პერიოდის დაწყების თვიდან პოლისის დაზღვეულისათვის არა უგ­ვიანეს სადაზღვევო პერიოდის დაწყებიდან პირველი ორი თვის განმავ­ლობაში ჩაბარების შემთხვევაში.“;

გ) დაემატოს მე-18 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„18. ამ წესის მე-3 პუნქტის „გ“, მე-7 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრული ვადები არ ვრცელდება 2013 წლის 1 მარტიდან 2013 წლის 1 მაისამდე პერიოდზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა  პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“,  „ბ.ბ“ და  „გ.ა“ ქვეპუნქტებისა, ხოლო  ამ დადგენი­ლე­ბის პირველი მუხლის პირველი პუნქტის  „ა“, „ბ.ბ“ და „გ.ა“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2013 წლის 1 მარტიდან. 

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი