,,ქ.თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2000 წლის 28 ივლისის №11-4 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ქ.თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2000 წლის 28 ივლისის №11-4 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5-13
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი 29/03/2013
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2013
სარეგისტრაციო კოდი 330130000.36.101.016154
5-13
29/03/2013
ვებგვერდი, 02/04/2013
330130000.36.101.016154
,,ქ.თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2000 წლის 28 ივლისის №11-4 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
 

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №5-13

2013 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

 

,,ქ. თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2000 წლის 28 ივლისის №11-4 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე–20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1
„ქ. თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2000 წლის 28 ივლისის №11-4 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ,,ქალაქ თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგად წესში" შევიდეს ცვლილება და მე–6 მუხლის 81 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,81. საქალაქო სასაფლაოს ტერიტორიაზე არსებულ საფლავებში, რომლის ან მასში დაკრძალული ნეშტის შესახებ სასაფლაოს მმართველს არ გააჩნია ან/და არასრულია სათანადო საარქივო მონაცემები ან/და საფლავზე არ არსებობს ან არასრულია საიდენტიფიკაციო ნიშნები, დაკრძალვა/ზემოდან დაკრძალვა/გადასვენება  შესაძლებელია მხოლოდ ჭირისუფლის მოთხოვნით, რომელმაც დაკრძალვის შემთხვევაში სასაფლაოს მმართველს უნდა წარუდგინოს შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მიუთითოს საფლავში დაკრძალულის ვინაობა სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით, ხოლო ზემოდან დაკრძალვისა და გადასვენების შემთხვევაში დამატებით უნდა წარუდგინოს მმართველს ადრე გარდაცვლილის გარდაცვალების მოწმობა.  ასეთ შემთხვევაში დავის წარმოშობის შემთხვევაში, განმცხადებელი ვალდებულია საკუთარი რისკით აღმოფხვრას დავის საფუძვლები, ხოლო აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მხარეებს შორის დავა წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობას და განიხილავს სასამართლო კანონმდებლობით გათვალიწინებული წესით.".

მუხლი 2
გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ სამადაშვილი