„სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 სექტემბრის №178 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 სექტემბრის №178 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 24/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/03/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 08/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 080240000.22.027.016424
23
24/03/2013
ვებგვერდი, 24/03/2013
080240000.22.027.016424
„სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 სექტემბრის №178 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №23

2013 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

 

„სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 სექტემბრის №178 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 სექტემბრის №178 ბრძანებით (სსმ, 125, 30/09/2010) დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

,,51. საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია პროკურატურის მუშაკთა მიერ ჩადენილ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე–335-ე, 337-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა გამოძიების წარმოების უფლებამოსილება მიანიჭოს პროკურატურის გამომძიებელს ან/და პროკურორს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი