„სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 226
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 010240060.22.034.016175
226
29/03/2013
ვებგვერდი, 29/03/2013
010240060.22.034.016175
„სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №226

2013 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

„სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დატკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით დამტკიცებულ წესში (სსმ 02.07.2007 წ., N94 მუხ. 1012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე დამგირავებლის საკუთრების უფლების წარმოშობის (გარდა სამომავლო ქონებისა) დამადასტურებელი დოკუმენტი (კონოსამენტი, ინვოისი, ნასყიდობის ხელშეკრულება და სხვ.) ან მისი ასლი.“

2. 41 მუხლის;
ა) „11) გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემებისა, ავტორიზებული მოგირავნე უფლებამოსილია დოკუმენტბრუნვის სისტემის შესაბამის ველში მიუთითოს მის მიერ გირავნობის გარიგების დადებაზე ან/და მის გაუქმებაზე ან/და გირავნობის რეგისტრაციაზე (მის გაუქმებაზე, შესწორების, ცვლილების ან/და დამატების შეტანაზე ან სხვა) მინიჭებული წარმომადგენლობითი  უფლებამოსილების მქონე პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მინიჭებული უფლებამოსილება. აღნიშნული უფლების რეალიზების შემთხვევაში მოგირავნეს ეხსნება ვალდებულება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესით მატერიალური დოკუმენტების წარდგენისას, დამატებით წარადგინოს სააგენტოში წარმომადგენელზე შესაბამისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი მატერიალური სახის დოკუმენტი. აღნიშნული წესით ელექტრონულ დოკუმენტში მოგირავნის მიერ წარმომადგენლისა და მისი უფლებამოსილების  მითითებას გააჩნია იურიდიული ძალა. "
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გირავნობის რეგისტრაციის თაობაზე ელექტრონული დოკუმენტის  გაგზავნიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში ავტორიზებული მოგირავნე ვალდებულია  სააგენტოში წარმოადგინოს ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული წესით ასახული ელექტრონული სახის მონაცემების დამადასტურებელი შესაბამისი მატერიალური სახის დოკუმენტები (გარდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილიების დამადასტურებელი მატერიალური სახის დოკუმენტისა, თუ არსებობს ამ მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული გარემოება). 

გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-8 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„8. სააგენტოს მერ მოგირავნის წარმომადგენლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დადგენა ხორციელდება ელექტრონული დოკუმენტის მიხედვით თუ არსებობს ამ მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული გარემოება.“

3. 4 2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 42.

1. სააგენტო ახორციელებს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციას თუ მოგირავნის და დამგირავებლის მიერ გირავნობის გარიგებაში შეტანილი ცვლილება იწვევს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ რეგისტრირებულ მონაცემებში შესწორების, ცვლილების ან/და დამატების შეტანას.

2. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია ხორციელდება მატერიალური  ან/და ელექტრონული დოკუმენტის საფუძველზე, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციისათვის ამ წესით  განსაზღვრული ნორმების შესაბამისად.

3. მოგირავნე და დამგირავებელი ვალდებულები არიან მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების თაობაზე დადებულ გარიგებაში აღნიშნონ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს, ნოტარიუსის ან საჯარო უფლებამოსილებით აღჭურვილი სხვა პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული (შესრულებული, დამოწმებული) დოკუმენტები (აქტები), რომლებითაც დასტურდება ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის  „ბ“, „დ“ და  „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მომსახურებაზე საფასურის გადახდა ხორციელდება:

ა) მოგირავნესთან, დამგირავებელთან, შესაძლო მოვალე მესამე პირთან ან უზრუნველყოფილი მოთხოვნის მაქსიმალურ თანხასთან დაკავშირებული რეგისტრირებულ მონაცემებში შესწორების, ცვლილების ან დამატების რეგისტრაციისათვის დამატებით წარმოდგენილი  გირავნობის გარიგების რაოდენობის შესაბამისად;

ბ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებულ რეგისტრირებულ მონაცემებში შესწორების, ცვლილების ან დამატების რეგისტრაციისათვის დამატებით წარმოდგენილ გირავნობის გარიგებაში (ხელშეკრულებაში) არსებული  მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რაოდენობის შესაბამისად.

5. სააგენტო ვალდებულია გაასწოროს მის მიერ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრირებულ მონაცემებში დაშვებული ტექნიკური ხარვეზები, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემის უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა.“.

4. მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ბ) მონაცემები მოგირავნის, დამგირავებლის, წარმომადგენლის, შესაძლო მოვალე მესამე პირის შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, ინფორმაცია უფლებამოსილების შესახებ);“

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„5. გარიგებაში ასახული, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ გაცემული დოკუმენტის გაცემა წინ უნდა უსწრებდეს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების გირავნობის გარიგების დადებას, მაგრამ არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა.“

5. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენა სავალდებულო არ არის, თუ მოგირავნემ წარმოადგინა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი ან მისი ასლი.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი