დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ტექნიკური რეგლამენტი „ საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 5 აპრილის №011 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 03 |
| დოკუმენტის მიმღები | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 22/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/03/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.55.067.016040 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ' ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 5 აპრილის №011 ბრძანებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იმ გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება, რომელიც ჩართულია საერთაშორისო ნაოსნობაში და რომლის საერთო ტევადობა 100 ტონა და მეტია, განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართის ცხრილი 2-ის შესაბამისად“. 2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეოთხე პუნქტი: „4. იმ გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება, რომელიც ჩართულია შიდა ნაოსნობაში და რომლის საერთო ტევადობა 100 ტონა და მეტია, განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის № 1 დანართის ცხრილი 3-ის შესაბამისად“. 3. რეგლამენტის №1 დანართის ცხრილი 2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული გემის უსაფრთხო ნაოსნობისთვის ეკიპაჟის მინიმალური სანავიგაციო შემადგენლობა, გემის საერთო ტევადობის მიხედვით (ტონებში).
სამანქანე განყოფილების განსაზღვრა გემის ძალური დანადგარის სიმძლავრის მიხედვით (კვტ)
ამ დანართის მიზნებისთვის აღნიშვნა „–“ნიშნავს, რომ - აღნიშნული კატეგორიის გემის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტებისთვის არ არის აუცილებელი შესაბამისი რანგის მეზღვაური.“ 4. რეგლამენტის №1 დანართს დაემატოს ცხრილი 3 და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შიდა ნაოსნობაში ჩართული 100 და მეტი რეგისტრული ტონის გემების ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების მინიმალური შემადგენლობა
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები