დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მარტვილის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/03/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.109.016082 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/03/2013 - 21/01/2014)
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი“ თანახმად დანართისა. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
|
მარტვილის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან
სოციალური დახმარების გაცემის წესი |
ეს წესი განსაზღვრავს მარტვილის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარსადგენ დოკუმენტებს და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას. |
მუხლი 1.
სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის სამედიცინო დახმარება |
1.
სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის სამედიცინო დახმარება განისაზღვრება მხოლოდ ისეთი სამედიცინო მომსახურებაზე, რომელსაც სადაზღვევო პოლისი არ ანაზღაურებს
ა) 500 ლარამდე-100%-ით ბ) 2000 ლარამდე-60%-ით გ) 2000-ზე ზევით-1300 ლარით; |
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100) ბ) ანგარიშ–ფაქტურა; გ) სადაზღვევო პოლისის ასლი; დ) ცნობა რწმუნებულისგან ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ; ე) პირადობის მოწმობის ასლი; ვ) განცხადება. |
მუხლი 2.
ახალშობილთა დახმარება |
1.
ახალშობილთა დახმარება შადგენს 150 ლარს. |
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განცხადება; |
მუხლი 3.
სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარება |
1.
სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარება შეადგენს 50-250 ლრს. |
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ცნობა რწმუნებულისგან ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ; გ) განცხადება. |
მუხლი 4.
100 წელს გადაცილებული ხანდაზმულების ერთჯერადი დახმარება |
1.
100 წელს გადაცილებული ხანდაზმულების ერთჯერადი დახმარება განისაზღვრება 200 ლარის ოდენობით. |
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) განცხადება. |
მუხლი 5.
ხანძრით, მიწისძვრით და სხვა ბუნებრივი კატასტროფის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის ერთჯერადი დახმარება |
1.
დახმარება გათვალისწინებულია შემდეგ კატეგორიაზე:
ა) პიროვნებას, რომელსაც არა აქვს საცხოვრებელი სახლი ზემოთაღნიშნული მიზეზების გამო; ბ) პიროვნებას, რომლის საცხოვრებელი სახლი საშიშია საცხოვრებლად, ან არ არის ელემენტარული საცხოვრებელი პირობები; გ) სტიქიის გამო დაზარალებული უკიდურესად ხელმოკლე, მარტოხელა, ხანდაზმულებს, რომელსაც დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლი. |
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) ცნობა სოფლის რწმუნებულისგან მისი სოციალური მდგომარეობის შესახებ; ბ) საცხოვრებელი სახლის მდგომარეობის ამსახველი CD დისკი; გ) ხანძრის შემთხვევაში, ცნობა ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურიდან; დ) განცხადება; ე) პირადობის მოწმობის ასლი. |
მუხლი 6.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვთა დახმარება |
1.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვთა დახმარება განისაზღვრება 150 ლარით. |
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა)სოციალური სუბსიდიების სააგენტოდან საპენსიო ბაზაში არსებული სახელობითი სია; ბ)მშობლის პირადობის მოწმობის ასლი. |
მუხლი 7.
ომის ვეტერანთა და უკიდურესად შეჭირვებული მარტოხელების სარიტუალო დახმარება |
1.
ომის ვეტერანთა და უკიდურესად შეჭირვებული მარტოხელების სარიტუალო დახმარება განისაზღვროს:
ა) გარდაცვლილ ომის ვეტერანთა დახმარება 250 ლარით. ბ) უკიდურესად შეჭირვებული მარტოხელების დაკრძალვის თანხა 150 ლარით. |
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა)ომის ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში: ა.ა) გარდაცვლილი ომის ვეტერანის პირადობის მოწმობის ასლი; ა.ბ) ვეტერანის მოწმობის ასლი; ა.გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; ა.დ) მემკვიდრის მოწმობის ასლი; ა.ე) განცხადება. ბ) მარტოხელა სოციალურად დაუცველი მოქალაქის შემთხვევაში: ბ.ა) სოციალურად დაუცველი მოქალაქის მოწმობის ასლი; ბ.ბ) რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობა: გარდაცვლილის სოციალური მდგომარეობის შესაახებ და გარდაცვლილის უახლოესი ნათესავის ან მეზობლის შესახებ ვისაც ჩაერიცხება აღნიშნული სარიტუალო დახმარება. ბ.გ) განცხადება. |
მუხლი 8.
ობოლი ბავშვების ერთჯერადი დახმარება |
1.
ობოლი ბავშვების ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს:
ა) ობლების შემთხვევაში 150 ლარით; ბ) დედ–მამით ობლების შემთხვევაში 500 ლარით. |
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) სოციალური სუბსიდიების სააგენტოდან საპენსიო ბაზაში არსებული სახელობითი სია; ბ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი. |
მუხლი 9.
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება |
1.
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება განისაზღვროს 200 ლარით. |
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) ყველა შვილის (ხუთი და ხუთზე მეტი, ერთი 18 წლამდე) დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ქორწინების მოწმობის ასლი; გ)ერთ–ერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; დ) განცხადება. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები