ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 22/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.025.016099
51
22/03/2013
ვებგვერდი, 22/03/2013
300300000.22.025.016099
ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
 

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება  №51

2013 წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

 

ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

1. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში” (სსმ III, 31.08.2006 წ., №117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები:

 „6. იმ შემთხვევაში, თუ მარეგულირებელი ელექტროსადგურის მფლობელი კვალიფიციური საწარმოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება მის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის კონკრეტული რაოდენობის ქვეყნის შიდა მომხმარებლებზე მიწოდების მიზნით რეალიზაციის თაობაზე, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია საცალო მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვისას,  ფასის კრიტერიუმის გათვალისწინებით უპირატესობა მიანიჭოს ამ მარეგულირებელი ელექტროსადგურის მიერ წარმოებულ ელექტროენერგიას.

7. მარეგულირებელი ელექტროსადგურის მფლობელი კვალიფიციური საწარმო ვალდებულია ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად მიღებული ყოველი გადაწყვეტილების თაობაზე, 5 დღის ვადაში აცნობოს განაწილების ყველა ლიცენზიატს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და სისტემის კომერციულ ოპერატორს.

8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების დებულებები არ ზღუდავს ამ წესებით და მოქმედი კანონმდებლობით დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებას.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრიკახა კალაძე