„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 61
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 25/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016047
61
25/03/2013
ვებგვერდი, 27/03/2013
010170000.22.029.016047
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №61

2013 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №108 ბრძანების (სსმ III, 19.10.2010, №134, მუხ.1937) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების მე-2 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილება და მართვა წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად;

ბ) საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და ხარჯთა-ნუსხის შედგენა;

გ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში სამინისტროს საჭიროებისათვის საქონ­ლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვის დაგეგ­მვა და განხორციელება, შესყიდვებთან დაკავშირებული პროცედუ­რების ორგანიზება;

დ) სამინისტროს სისტემის ეკონომიკური და ფინანსური   საქმიანობის კოორდინაცია და ფუნქციონირების ფინანსური უზრუნველყოფა;

ე) სამინისტროს  კვარტალური  და  წლიური  ბუღალტრული  ანგარიშგების  შედგენა, ანალიზი და წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  სახაზინო სამსახურში;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.“

2. დებულების მე-4 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა)  საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველო;

ბ)  აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო;

გ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო.

2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც წარმართავს სამმართველოს საქმიანობას, პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე და ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

3. სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4. საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას, საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილებას და მართვას წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად;

ბ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან და სამინისტროს სისტემაში შემავალი ტერიტორიული ორგანოებთან ერთად ახორციელებს სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას.

გ) უზრუნველყოფს წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ხარჯვის შესახებ ყოველკვარტალური და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას და წარდგენას კანონმდებლობის შესაბამისად.

დ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო:

ა)  ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზებას;

ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი ტერიტორიული ორგანოებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან წარმოდგენილი ბალანსებისა და ანგარიშგების საფუძველზე ადგენს  სამინისტროს ნაერთ ბალანსს;

გ) უზრუნველყოფს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების დარიცხვას და დროულად გაცემას;

დ) მონაწილეობას იღებს არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციის ჩატარებაში და ახორციელებს ინვენტარიზაციის შედეგების თავისდროულ განსაზღვრასა და ბუღალტრულ აღრიცხვაში მის ასახვას;

ე) აწესებს კონტროლს სალაროს მუშაობაზე;

ვ) უზრუნველყოფს ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროულ აღრიცხვას;

ზ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

6. სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა-შეჯერება-კორექტირებას;

ბ)  უზრუნველყოფს წლიური ან/და კორექტირებული შესყიდვების გეგმის დროულ წარდგენას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში;

გ) უზრუნველყოფს წლის მანძილზე სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას, სავარაუდო ფასების განსაზღვრას, შესყიდვის საშუალების შერჩევას და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სატენდერო პროცედურების წარმართვას, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემასა და აღრიცხვას; 

ე) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმებას საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან  – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან;

ვ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა პროექტების მომზადებას;

ზ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ოპერატიული, კვარტალური და ხელშეკრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის წარდგენას.“

3. დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას მინისტრთან შეთანხმებით ასრულებს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.“

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე