„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/03/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 05/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 140060000.35.110.016125
17
21/03/2013
ვებგვერდი, 27/03/2013
140060000.35.110.016125
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აბაშის მუნიციპალიტეტი
 

                                                                                                       

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2013 წლის 21 მარტი

ქ. აბაშა



 

„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №33 დადგენილებით (ვებგვერდი, 130111, 13/01/2011, სარეგისტრაციო კოდი 140060000.35.110.01602) დამტკიცებულ  დანართ №1-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება.
1. დებულების მე-6 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

მუხლი 6. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილების და საჯარო მოსამსახურეებისაგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი წარდგინებითა და გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი მოხელე.

3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია – სახანძრო განყოფილება, რომელიც შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან.

4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

5. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით,  შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებითა და შინაგანაწესით.

6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.".

2. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

 მუხლი 7 1    სამსახურის განყოფილების ფუნქციები

1. სახანძრო დაცვის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) რაზმებში პირადი შემადგენლობის ოპერატიულ-ტაქტიკური მომზადების ორგანიზებას, სახანძრო ტექნიკური სწავლებების ჩატარებას;

ბ) მუნიციპალიტეტის ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების კონტროლს, მისი გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მომზადებას;

გ) ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობის შესახებ ინფორმაციების მომზადებას და დანიშნულებისამებრ წარდგენას;

დ) სახანძრო, სამაშველო ტექნიკისა და ტექნიკური შეიარაღების დანიშნულებისამებრ გამოყენების კონტროლს;

ე) შრომის, დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნების შესრულების კონტროლს;

ვ) დანაყოფებში საგანგებო დაცვის წესებისა და ნორმატივების სწავლების ორგანიზებას;

ზ) ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს განყოფილებაში მორიგეობიდან თავისუფალი პირადი შემადგენლობის შეკრებისა და მათი სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაბმის ორგანიზებას.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით თოფურია