„გარემოს დაცვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„გარემოს დაცვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 193
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/07/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 28/07/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 03/06/2010
სარეგისტრაციო კოდი 340.050.000.05.001.003.230
  • Word
193
15/07/2008
სსმ, 17, 28/07/2008
340.050.000.05.001.003.230
„გარემოს დაცვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს კანონი

„გარემოს დაცვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„გარემოს დაცვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №49, 28.12.2007, მუხ. 430) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

1. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საგამოძიებო დეპარტამენტის, ინსპექციისა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის რეორგანიზაციის პროცესი დასრულდეს 2009 წლის 1 იანვრამდე.“.

2. 24-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2009 წლის 1 იანვრიდან 2 თვის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი – „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. 2009 წლის 1 იანვრიდან 3 თვის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გამოსცეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:

ა) გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკა;

ბ) გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომლის დადგენილი ფორმის სამსახურებრივი პირადობის მოწმობის, ლუქის, ბეჭდის ფორმები და სამსახურის ლოგოს ნიმუში;

გ) ინსპექტირებისა და მასთან დაკავშირებული საქმის წარმოების ინსტრუქცია;

დ) გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომლის სამსახურებრივი ეთიკის კოდექსი;

ე) გარემოს დაცვის სამსახურის შეიარაღებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხა;

ვ) გარემოს დაცვის სამსახურის ოპერატიულსამძებრო და საგამოძიებო საქმიანობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესი;

ზ) ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშის წარდგენის წესისა და ფორმის შესახებ;

თ) გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივი და ნამსახურევი კალენდარული წლების მიხედვით ფულად სარგოებზე (თანამდებობრივი და წოდებრივი დანამატები) ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატების შესახებ;

ი) გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომლის კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის შესახებ;

კ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;

ლ) გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომლის მიერ სინჯების აღების შესახებ ინსტრუქციები.“.

მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 15 ივლისი.

№193–რს