დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის და საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46-უ.ს.რ.ს. |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 14/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად,
საკანონმდებლო ინიციატივის წესით „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტის და საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი ” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს წარედგინოს საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ,,საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი ” ცვლილების შეტანის შესახებ“.
2. წარდგენილ კანონპროექტებზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი დავით ბაციკაძე.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 29 იანვრის №31 დადგენილება – ,,საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ.’’.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე
ჩაქვი,
2013 წლის 14 მარტი
№ 46 – უ.ს.რ.ს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები