საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 191
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/07/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 14, 21/07/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 19/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.06.001.003.228
  • Word
191
15/07/2008
სსმ, 14, 21/07/2008
010.190.030.06.001.003.228
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი. 1

1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1491 მუხლი:

    ,,მუხლი 1491

1. ახალი მოწვევის პარლამენტის კომიტეტები შექმნიდან არა უგვიანეს 6 თვის ვადაში ადგენენ წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილ იმ კანონპროექტთა ნუსხას (წამყვანი კომიტეტების მიხედვით), რომლებზედაც მიზანშეწონილად ან მიზანშეუწონლად მიაჩნიათ განხილვის პროცედურის გაგრძელება, და მას განსახილველად წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს. ბიუროს ეს საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად შეაქვს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

2. თუ კანონპროექტის ინიციატორი იყო საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს მთავრობა, წამყვან კომიტეტზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნუსხის შედგენისას სავალდებულოა ინიციატორის თანხმობა.

3. თუ კანონპროექტის ინიციატორი იყო ყოფილი პარლამენტის წევრი, საპარლამენტო ფრაქცია, კანონპროექტის განხილვის პროცედურის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პროექტის ინიციატორად ჩაითვლება შესაბამისი წამყვანი კომიტეტი. საჭიროების შემთხვევაში პარლამენტი პლენარულ სხდომაზე უფლებამოსილია თვითონ განსაზღვროს წამყვანი კომიტეტი.

4. პარლამენტი დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე.

5. იმ კანონპროექტებზე, რომლებიც პარლამენტის მიერ მიღებული იყო პირველი ან/და მეორე მოსმენით, პარლამენტი ცალკე დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას მათი განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეუწონლობის თაობაზე.

6. ის კანონპროექტები, რომლებზედაც პლენარული სხდომა არ მიიღებს განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის ან მიზანშეუწონლობის თაობაზე გადაწყვეტილებას, ავტომატურად გათხოვილად ჩაითვლება.“.

2. 256-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობის დაშვებისა და რაოდენობის საკითხს წყვეტს პარლამენტის თავმჯდომარე.“.

    მუხლი 2.

ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დ. ბაქრაძე

თბილისი,

2008 წლის 15 ივლისი.

№191–რს