„საქართველოს აეროპორტებში სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირთა და უცხო ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციათა მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 21 მარტის №154 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 170
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 18/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 310150000.08.002.016763
170
18/03/2013
ვებგვერდი, 18/03/2013
310150000.08.002.016763
„საქართველოს აეროპორტებში სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირთა და უცხო ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციათა მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 21 მარტის №154 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 
საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №170

2013 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს აეროპორტებში სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირთა და უცხო ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციათა მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 21 მარტის №154 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს აეროპორტებში სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირთა და უცხო ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციათა მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 21 მარტის №154 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №33, მუხ. 321) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქ. თბილისის აეროპორტში სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირებისათვის განკუთვნილი სამთავრობო დარბაზის პირველი სალონითა და გასასვლელით სარგებლობენ:

ა) საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;

გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;

დ) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი;

ე) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;

ვ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;

ზ) საქართველოში აკრედიტებული საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საერთაშორისო მისიათა ხელმძღვანელები საქართველოში პირველად ჩამოსვლისას ან/და დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გაცილებისას, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მგზავრობენ მათთან ერთად;   

თ) ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირთა ოჯახის წევრები, გარდა ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების ოჯახის წევრებისა;

ი) ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირთა მიერ მოწვეული საზღვარგარეთის ქვეყნების თანამდებობის პირები და დელეგაციები, გარდა ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ მოწვევის შემთხვევისა.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„21) ამ წესის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები  აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე გადაადგილდებიან პერსონალური ავტოტრანსპორტით.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი