დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის №137 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 61 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/03/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 18/03/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.038.016161 |
61
15/03/2013
ვებგვერდი, 18/03/2013
100020020.22.038.016161
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის №137 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
|
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის №137 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის №137 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ, 100020020.22.038.016061, 22/07/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ბ) „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჭ) სამინისტროში გამართული სათათბირო სხდომის ოქმების (გარდა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიისა და სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების სხდომის ოქმებისა) წარმოება და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის სხდომების ოქმების მიწოდების უზრუნველყოფა დავალებების შესაბამისად;“;
2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ2-ჰ4“ ქვეპუნქტები:
„ჰ2) გამოსაქვეყნებლად მომზადებული დოკუმენტაციის ტექსტების სტილისტურად გასწორება;
ჰ3) სამინისტროს საორგანიზაციო მომსახურების უზრუნველყოფა;
ჰ4) კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება, მიღებული ინფორმაციის სტატისტიკურ-ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება.“.
3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6
1. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას, პასუხს აგებს დეპარტამენტისათვის დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებისათვის;
ბ) ხელს აწერს დეპარტამენტის კომპეტენციის სფეროში შესრულებულ კორესპონდენციებს;
გ) ახდენს ვიზირებას დეპარტამენტის მიერ მომზადებულ კორესპონდენციებზე;
დ) სამსახურებრივ კორესპონდენციას უნაწილებს დეპარტამენტის თანამშრომლებს და უზრუნველყოფს მისი შესრულების კონტროლს;
ე) წარუდგენს წინადადებებს მინისტრს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე;
ვ) უფლებამოსილია დეპარტამენტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
ზ) ხელს უწყობს დეპარტამენტში შრომის სათანადო პირობების, თანამშრომელთა კეთილგანწყობილი, ჯანსაღი დამოკიდებულების შექმნას, მათი პროფესიული დონის ამაღლებას, თანამდებობრივ დაწინაურებას;
თ) ხელს აწერს ცნობებს სამინისტროს მოსამსახურეთა და თანამდებობის პირთა სამუშაო ადგილისა და ხელფასის შესახებ;
ი) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს, ასრულებს მინისტრის ცალკეულ დავალებებს.
2. დეპარტამენტის უფროსის შვებულების, მივლინების ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.“.
4. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
5. მე-10 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) საორგანიზაციო სამმართველო.“;
6. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 მუხლი:
„მუხლი 14.
საორგანიზაციო სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრისა და მინისტრის მოადგილეებისათვის ორგანიზაციული და საინფორმაციო მომსახურების გაწევა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება, მიღებული ინფორმაციის სტატისტიკურ-ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება;
გ) გამოსაქვეყნებლად მომზადებული დოკუმენტაციის ტექსტების სტილისტურად გასწორება;
დ) სამინისტროში გამართული სათათბირო სხდომის ოქმების (გარდა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიისა და სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების სხდომის ოქმებისა) წარმოება და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის სხდომების ოქმების მიწოდების უზრუნველყოფა დავალებების შესაბამისად.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 18 მარტიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები