დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 03/44 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება № 03/44
2013 წლის 12 მარტი
ქ. თბილისი
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლებისა და ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ამ ბრძანების დანართში მითითებულ ობიექტებს;
2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა;
3. ეთხოვოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნა დანართში მითითებული ძეგლებისათვის კატეგორიის მინიჭების თაობაზე;
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქუჩა № 7).
მინისტრი მირიანე ოდიშარია
დანართი
| № | ფოტო | სახელწოდება | ადგილმდებარეობა/ მისამართი | სახეობა | თარიღი |
| 1 |
| მაცხოვრის ამაღლების ეკლესია | იმერეთი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჩხარი | არქიტექტურის | მე-19 საუკუნე |
| 2 |
| მაცხოვრის აღდგომის (ოქონის) ეკლესია | იმერეთი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჩხარი | არქიტექტურის | შუა საუკუნეები |
| 3 |
| მაცხოვრის ეკლესია | იმერეთი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სოფ. გოდოგანი | არქიტექტურის | გვიანი შუა საუკუნეები |
| 4 |
| კოშკი | იმერეთი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სოფ. გოდოგანი | არქიტექტურის | გვიანი შუა საუკუნეები |
| 5 |
| ოქროს ჯვრის ეკლესია | იმერეთი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სოფ. გოდოგანი | არქიტექტურის | გვიანი შუა საუკუნეები |
| 6 |
| გოდოგნის მაცხოვრის ძველი ეკლესია | იმერეთი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სოფ. გოდოგანი | არქიტექტურის | გვიანი შუა საუკუნეები |
| 7 |
| გოდოგნის წმ. გიორგის ეკლესია | იმერეთი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სოფ. გოდოგანი | არქიტექტურის | გვიანი შუა საუკუნეები |
| 8 |
| ხიდი | იმერეთი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სოფ. გოდოგანი | არქიტექტურის | გვიანი შუა საუკუნეები |
| 9 |
| სახიზარი | იმერეთი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სოფ. ძევრი | არქეოლოგიური | შუა საუკუნეები |
| 10 |
| სახიზარი | იმერეთი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სოფ. ძევრი | არქეოლოგიური | შუა საუკუნეები |
| 11 |
| გამოქვაბული | იმერეთი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სოფ. ძევრი | არქეოლოგიური | შუა საუკუნეები |
| 12 |
| გამოქვაბული (საგვარჯილე) | იმერეთი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სოფ. ძევრი | არქეოლოგიური | ზედა პალეოლითი-შუა საუკუნეები |
| 13 |
| წყალთბილას ეკლესია | ახალციხის მუნიციპალიტეტი, სოფ. წყალთბილა | არქიტექტურის | ადრეული შუა საუკუნეები |
| 14 |
| კისისხევის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია | თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი კისისხევი | არქიტექტურის | 1767 წ. |
| 15 |
| კოში | თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი კისისხევი | არქიტექტურის | 1767 წ. |
| 16 |
| “წმ. გიორგი” | გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. არბო | არქიტექტურის
|
|
| 17 |
| ანტონ ფურცელაძის სახლი | გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. არბო | არქიტექტურის | 1899 წელი. |
| 18 |
| ჟურულების საცხოვრებელი სახლი | გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. არბო | არქიტექტურის | XIX ს. |
| 19 |
| ნიკო ლომოურის სახლი | გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. არბო | მემორიალური
| XIX ს. |
| 20 |
| “წმ. გიორგი” | გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. არბო | არქიტექტურის
| X ს. |
| 21 |
| ძუძუანას მღვიმე | იმერეთი, ჭიათურა | არქეოლოგიური | ქვის ხანა ზედა პალეოლითი |
| 22 |
| კოტიას კლდე | ჭიათურის რაიონი, სოფელი სვერი | არქეოლოგიური | ქვის ხანა. პალეოლითი |
| 23 |
| საწურბლიას მღვიმე | იმერეთი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ყუმისთავი | არქეოლოგიური | ქვის ხანა (მუსტიეს ეპოქა, ზედა პალეოლოთი, ნეოლითი), ენეოლითი. |
| 24 |
| "წამებული"-ს ეკლესია | ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფ. მაღრაანი | არქიტექტურის | XVI-XVII საუკუნეები |
| 25 |
| V-VII საუკუნეების აბანო (აბანოს კომპლექსი) | ქალაქი ქუთაისი, `არქიელის გორა,~ ბაგრატის ქუჩა #25-ში მდებარე სახლის ეზოს ჩრდილოეთით მოსაზღვრე ფართობში (ტერიტორია) | არქიტექტურის, არქეოლოგიური | V-VII საუკუნეები |
| 26 |
| VI-VII საუკუნეების ეკლესია | ქალაქი ქუთაისი, `არქიელის გორა~, ბაგრატის ქუჩა #25-ში მდებარე სახლის ეზოს ჩრდილოეთიდან მოსაზღვრე ტერიტორია | არქიტექტურის, არქეოლოგიური | VI-VII საუკუნეები |
უკან დაბრუნება 

























დოკუმენტის კომენტარები