დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/03/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140060000.35.103.016077 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/03/2013 - 10/09/2014)
|
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, შესაბამისად: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება“, დანართი №1-ის შესაბამისადю |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოსხადდეს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის №30 დადგენილება „მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge. 29.12.2010 წ. სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.103.016013). |
| მუხლი 3 |
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის
დებულება |
მესტიის მუნიციპალიტეტის სახანძრო სამაშველო სამსახურის დებულება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონისა და „კანონის ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ” კანონის შესაბამისად განსაზღვრავს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო სამაშველო სამსახურის საქმიანობასა და უფლებამოსილებას.
სამსახურის შექმნის მიზანს წარმოადგენს სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა,ხანძრებისა და საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილება და მისი შედეგების ლიკვიდაცია. |
თავი I
ზოგადი დებულებანი
|
მუხლი 1.
სამსახურის ცნება
|
მესტიის სახანძრო სამაშველო სამსახური (შემდგომში „სამსახური”) არის მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული.
|
თავი II
სამსახურის ამოცანები და ფუნქციები |
მუხლი 2.
სამსახურის ამოცანები |
|
თავი III
სამსახურის ხელმძღვანელობა და პერსონალი |
| მუხლი 3 |
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ)წარუდგენს გამგებელს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად საჯარო მოსამსახურეთა, კანდიდატურებს „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით; გ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, მოსამსახურეთა მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ფუნქციონალურ მოვალეობებს დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად; ე) წარუდგენს გამგებელს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ვ) ხელს აწერს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) გამგებლის წინაშე შუამდგომლობს მოწყობილობისა და ინვენტარის იმ სახსრების გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; თ)ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლება - მოვალეობებს; ი) თავის კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, აკონტროლებს მათ შესრულებას. კ) ორგანიზაციას უწევს მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას, აწარმოებს მათ პირად მიღებას;
|
მუხლი 4.
სამსახურის პერსონალი
|
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო- სამაშველო სამსახური
|
თავი IV
დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
|
| მუხლი 5 |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები