დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 42-უ.ს.რ.ს. |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 14/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240080.51.056.016016 |
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (გაზეთი „აჭარა“, №57, 31.03.2005) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
48-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) საკუთარი უფლებამოსილების ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს, აპარატის უფროსის მოადგილეს, აპარატის შემადგენლობაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს (გარდა კომისიების აპარატების უფროსებისა);“. |
2.
1381 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. უმაღლეს საბჭოში საფინანსო საქმიანობას აკონტროლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარესთან არსებული ხაზინადართა საბჭოს მეშვეობით.“. |
3.
141-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილეს, უმაღლესი საბჭოს აპარატის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტებისა და პრესსამსახურის ხელმძღვანელებს, ასევე მთავარ ბუღალტერს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.“. |
4.
142-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსთან შეთანხმებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი.“. |
| მუხლი 2 |
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ჩაქვი, 14 მარტი 2013 წ. N42-უ.ს.რ.ს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები