ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/03/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 31/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.134.016101
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2
13/03/2013
ვებგვერდი, 18/03/2013
010250020.35.134.016101
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/03/2013 - 29/05/2013)

 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №2

2013 წლის 13 მარტი

დაბა ქედა

 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის  შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები თანახმად დანართისა.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებადრი დიასამიძე



დანართი
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები


მუხლი 1. ქედის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელის  თანამდებობაზე დასანიშნ პირს მოეთხოვება:
1. უმაღლესი განათლება;
2. შემდეგი საკანონმდებლო აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონი;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
დ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი;
ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი;
ვ) ქედის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი);
ზ) ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება.
3. კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Exsel) ცოდნა და ინტერნეტის მოხმარების უნარი.

მუხლი 2. ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დასანიშნ პირს, თანამდებობის შესაბამისად, დამატებით მოეთხოვება:
1. აპარატის უფროსს:
ა) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის ცოდნა;
ბ) საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს შრომის კოდექსი” ცოდნა;
გ) „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის ცოდნა;
2. აპარატის მთავარ სპეციალისტს - იურიდიულ საკითხებში:
ა) “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის ცოდნა;
ბ) საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს შრომის კოდექსი” ცოდნა.
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა;
დ) “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის ცოდნა;
3. აპარატის მთავარ სპეციალისტს - საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო  საკითხებში:
ა) “საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების და მოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების ცოდნა;
ბ) საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს შრომის კოდექსის” ცოდნა.
4. აპარატის მთავარ სპეციალისტს - მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის  საკითხებში:
ა) ,,ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ დებულება“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1996 წლის 1 აგვისტოს ბრძანების ცოდნა;
5. აპარატის წამყვან  სპეციალისტს - საზოგადოებასთან ურთიერთობის  საკითხებში:
ა) “პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” საქართველოს კანონიის ცოდნა.
ბ) “სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის ცოდნა;
6. აპარატის წამყვან სპეციალისტს - საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო საკითხებში:
ა) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების და მოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების ცოდნა;
7. აპარატის წამყვან  სპეციალისტს - მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში:
ა) ,,ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ დებულება“ დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ 1996 წლის 1 აგვისტოს.