დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ“ ქ.თბილისის მთავრობის 2012 წლის 5 ოქტომბრის №25.11.957 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 09.16.269 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 12/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/03/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.37.101.016148 |
09.16.269
12/03/2013
ვებგვერდი, 15/03/2013
040030000.37.101.016148
„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ“ ქ.თბილისის მთავრობის 2012 წლის 5 ოქტომბრის №25.11.957 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ“ ქ.თბილისის მთავრობის 2012 წლის 5 ოქტომბრის №25.11.957 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 05/10/2012, 040030000.37.101.016131) მეოთხე პუნქტით დამტკიცებულ (დანართი 1) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ წესდების მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 8.11 პუნქტი:
„8.11. დირექტორს შეუძლია პარტნიორთან შეთანხმების გარეშე შექმნას საკონსულტაციო (მმართველობითი) საბჭო, განსაზღვროს საკონსულტაციო (მმართველობითი) საბჭოში წევრების ოდენობა, საკონსულტაციო (მმართველობითი) საბჭოს კომპეტენციის სფეროები, საკონსულტაციო საბჭოს წევრების უფლება-მოვალეობები, გადაწყვეტილების მიღების წესი და სხვა მმართველობითი საკითხები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად:“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები