„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 მაისის №100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 53
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 12/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/03/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 15/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.030.016078
53
12/03/2013
ვებგვერდი, 20/03/2013
010320040.22.030.016078
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 მაისის №100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №53

2013 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 მაისის №100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

1. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  2008 წლის 23 მაისის №100 ბრძანებით (სსმ III, 23.05.2008, №75, მუხ.815) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. კონკურსს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის  მეშვეობით.“;

ბ)  მე-11 მუხლის:
ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა, კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან ორი კვირის ვადაში, განაცხადი უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.“;

ბ.ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. კანდიდატი, რომელიც დაშვებული იქნება გამოცდაზე მიიღებს სარეგისტრაციო ბარათს, რომელშიც აღინიშნება კანდიდატის სახელი, გვარი, მისი სარეგისტრაციო ნომერი, ბარათის გაცემის თარიღი, სამდივნოს უფროსის ხელმოწერა და იმ ვაკანტური თანამდებობის დასახელება, რომელზეც შემოიტანა პირმა განაცხადი. სარეგისტრაციო ბარათი პირადობის მოწმობასთან ერთად წარმოადგენს პირის გამოცდაზე ან/და გასაუბრებაზე დაშვების დამადასტურებელ დოკუმენტს.“;

გ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 12. განაცხადზე უარის თქმა ან შეცვლა

1. კანდიდატს რეგისტრაციის ვადის განმავლობაში უფლება აქვს უარი თქვას განაცხადზე ან შეცვალოს განაცხადში მითითებული ვაკანტური თანამდებობა შესაბამისი სხვა თანამდებობით.

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადზე უარის თქმის ან მისი შეცვლის მიზნით კანდიდატმა წერილობით უნდა მიმართოს კომისიის თავმჯდომარეს.“;

დ) 37-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

,,5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წერითი გამოცდის ჩატარების, შეფასების, აგრეთვე წერითი გამოცდის ჩატარებისათვის ამ დებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ შერჩეული შესაბამისი ორგანიზაცია.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრიმაია ფანჯიკიძე