დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბერის №208/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/03/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/09/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016559 |
|
,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბერის №208/ნ ბრძანებით (
www.matsne.gov.ge , 111228011, 28/12/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016245) დამტკიცებულ წესდებაში შევიდეს ცვლილება და წესდების:
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. უნივერსიტეტი არის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მოქმედი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. უნივერსიტეტზე და მის მიერ განხორციელებად საქმიანობაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლების ნორმები.“; ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 8. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება 1. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად: ა) ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას; ბ) ფაკულტეტის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს, ფაკულტეტების განვითარების სტრატეგიულ გეგმას; გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობასა და მობილობას; დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს, უნივერსიტეტის ხელმძღვანელს – რექტორს; ე) მონაწილეობს უნივერსიტეტის წესდების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის, უნივერსიტეტის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის კანდიდატურის, უნივერსიტეტის ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოზე განხილვაში; ვ) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოების წარდგინებით; ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე, ფაკულტეტზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას, ფაკულტეტის საბჭოების წარდგინებით; თ) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში, ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით; ი) ადგენს სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული უმაღლესი და პროფესიული განათლების კრედიტების აღიარების წესს; კ) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას; ლ) რექტორს დასანიშნად წარუდგენს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს; მ) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს; ნ) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს; ო) იღებს გადაწყვეტილებას აკადემიური პერსონალის პროფესორთა თანამდებობებზე არჩევისა და შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ; პ) მონაწილეობს უნივერსიტეტის სტრუქტურის წარმომადგენლობით საბჭოზე განხილვაში; ჟ) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორისა და ემერიტუსის წოდების მინიჭების შესახებ; რ) შეიმუშავებს და წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის წესს; ს) ირჩევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს; ტ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს; უ) იღებს უნივერსიტეტის წესდების 49-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას; ფ) რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რექტორის ხელახალ არჩევამდე, მაგრამ არა უმეტეს 6 თვის ვადით, ნიშნავს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს; ქ) იღებს გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო ერთეულებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების შექმნისა და გაუქმების შესახებ და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ღ) ამტკიცებს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს საქმიანობისა და თავმჯდომარის არჩევის წესს; ყ) განსაზღვრავს პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას; შ) ამტკიცებს სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესს; ჩ) დადგენილებით იღებს ფაკულტეტების, დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულების და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დებულებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ც) ამტკიცებს ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურის მოწყობის ერთიან მოდელს; ძ) იღებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; წ) უფლებამოსილია, რექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების, ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას; ჭ) ქმნის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევ საკონკურსო კომისიებს, ამტკიცებს მათ შემადგენლობასა და კომისიის მუშაობის შედეგებს; ხ) უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებული და სხვა გადაუდებელი საკითხების გადაწყვეტის მიზნით, უფლებამოსილია საბჭოს წევრებისაგან, ხმათა უმრავლესობით, შექმნას დროებითი კომისიები. კომისია ამზადებს საკითხს და განსახილველად გამოაქვს აკადემიური საბჭოს სხდომაზე; ჯ) უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს ექსპერტი; ჰ) აწესებს უნივერსიტეტის მედლებს, ჯილდოებსა და პრემიებს, ამტკიცებს მათი მიღების პირობებსა და წესს. 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მის მისაღებად აუცილებელია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ფინანსური და სამართლებრივი დასაბუთების არსებობა.“ გ) 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 29. ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილება ფაკულტეტის საბჭო: ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის პროექტს; ბ) დეკანის წარდგინებით განიხილავს და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) დეკანის წარდგინებით განიხილავს ფაკულტეტის დებულებას, რომელიც უნდა მოიცავდეს ფაკულტეტის სტრუქტურას და განსახილველად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს; დ) შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს; ე) ფაკულტეტის დეკანს დასანიშნად წარუდგენს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურას; ვ) უნივერსიტეტის რექტორს მიმართავს დასაბუთებული წარდგინებით აკადემიური პერსონალის მიერ სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების გამოყენების თაობაზე; ზ) დეკანის მიერ თავის უფლებამოსილებათა განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ფაკულტეტის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით უნივერსიტეტის რექტორს წარუდგენს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წინადადებას. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს.“ დ) 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: ,,6. დეკანის მიერ თავის უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში, დეკანის მოვალეობის შემსრულებლის განსაზღვრის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის არარსებობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ავტომატურად ასრულებს დეკანის მოადგილე საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში კი დეკანის მოადგილე საგანმანათლებლო-სამეცნიერო სფეროში.“ ე) 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 39. ფაკულტეტის საბჭოს არჩევის წესი 1. ფაკულტეტის საბჭო არის ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედიან შესაბამისი ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი ფაკულტეტზე არსებული სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულებიდან და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები. 2. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა შეადგენს საბჭოს წევრი აკადემიური პერსონალის 1/4-ს, დამრგვალება ხდება სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა სასარგებლოდ.“; ვ) 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 44. უნივერსიტეტის პერსონალი 1. უნივერსიტეტში არსებობს ადმინისტრაციული, აკადემიური, სამეცნიერო, მასწავლებელთა და დამხმარე თანამდებობები. 2. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ, აკადემიურ, სამეცნიერო და დამხმარე თანამდებობებზე პირი მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით შესაძლებელია დასაქმებულ იქნეს არა უმეტეს 12 თვის ვადით, გარდა კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“; ზ) 50-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) პროფესიული განვითარების მიზნით, 5 წელიწადში ერთხელ, აკადემიური თანამდებობის დაკავებიდან 1 აკადემიური წლის შემდეგ, აიღოს ანაზღაურებადი სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულება არა უმეტეს 10 თვის ვადით. იმ პერსონალის მიმართ, რომელიც აკადემიურ თანამდებობას დაიკავებს ზედიზედ მეორე ან მომდევნო ვადით, ამ პუნქტით გათვალისწინებული ერთწლიანი შეზღუდვა არ ვრცელდება.“; თ) 62-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 62. აკადემიური ხარისხის მინიჭება და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა 1. აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას უნივერსიტეტი პირს ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს. 2. სწავლის ყოველი საფეხურის გავლის შემდეგ გაიცემა სათანადო დიპლომი სტანდარტული დანართით. 3. პირს, რომელმაც არ ან ვერ დაასრულა შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხური, ეძლევა სათანადო მოწმობა.“; ი) 64-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. უნივერსიტეტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია დააფუძნოს კერძო სამართლის სამეწარმეო (კომერციული) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირები.“; კ) 68-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 68. უნივერსიტეტის ქონების განკარგვა უნივერსიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების ან მისი ნაწილის გასხვისება, დატვირთვა ან სარგებლობაში გაცემა საჭიროებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებას და რეგენტთა საბჭოს თანხმობას.“; ლ) 72-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,8. ამ წესდების 54-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოქმედება შეჩერდეს 2014 წლის 1 იანვრამდე.”. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები