საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/03/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/03/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 28/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.165.016082
9
12/03/2013
ვებგვერდი, 15/03/2013
280120000.35.165.016082
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
 

                                                                                                   

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №9

2013 წლის 12 მარტი

ქ. საგარეჯო

 

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

თანახმად „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საგარეჯოს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის  №22 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების  პირველი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დასაქმების, შრომის, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების, განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.". 

2. დებულების  მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

" სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დასაქმების, შრომის, დევნილთა და  იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;
გ) სოციალური  დაცვისა  და  დასაქმების პროგრამების  შემუშავებას;
დ) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა  და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ე) განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ვ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ხელშეწყობას;
ზ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების  მართვას;
თ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების საქმიანობის ხელშეწყობას;
ი) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
კ) ტურიზმის განვითარებისათვის მაქსიმალურ ხელშეწყობას;
ლ) ახალგაზრდული საკითხების შესწავლა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;
მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  არსებული კულტურული მემკვიდრეობითი ძეგლების  შესწავლა  და  დაცვითი  ღონისძიებების  განხორციელებისათვის წინადადებების მომზადებას;
ნ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული  სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეპაატა ბუზარიაშვილი